Sharm trading

http://www.sharm.ge/

კომპანია "შარმ ტრეიდინგი" გახლავთ წამყვანი სადისტრიბუციო კომპანია საქართველოში, რომელიც დაარსების დღიდან ინარჩუნებს ლიდერ პოზიციებს. კომპანია დაარსდა 1998 წელს. მცირე რესურსების მიუხედავად, ახალგაზრდა და მონდომებულმა გუნდმა საკმაოდ დიდ წარმატებას მიაღწია. კომპანიის საქმიანობა, რომელიც პირველ ეტაპზე მხოლოდ დედაქალაქს მოიცავდა, ძალიან მალე რეგიონული მასშტაბის ქსელად იქცა და ქვეყნის ფარგლებსაც გასცდა. პარტნიორთა უდიდესი ნდობისა და წარმატებული საქმიანობის შედეგად, "შარმ ტრეიდინგი" გახდა მსოფლიოს წამყვანი ბრენდების ექსკლუზიური დისტრიბუტორი საქართველოსა და სომხეთში. დღეს კომპანია დისტრიბუციას უწევს ისეთ პოპულარულ ბრენდებს, როგორებიცაა: Rexona, Axe, Dove, Clear, Sunsilk, Domestos, Lipton, Calve, Algida, Kalina, Persil, Perwoll, Palette, Schauma, Gliss Kur, Syoss, Fa, Selpak, Colgate, Freken Bok, Tchibo, Libero, Libresse Carlsberg, Tuborg, Baltika, Friso, და სხვა.


Advertisements Provided By Published Deadline