PostalON

https://postalon.com/

კომპანია „ფოსტალონი“ წარმოადგენს საქართველოს კანონმდებლობით რეგისტრირებულ შეზღუდული პასუხისმგებლობის საზოგადოებას, რომლის მიზანია ონლაინ შოპინგის პოპულარიზაცია. კომპანია მიზნად ისახავს, ადგილობრივ მომხმარებლებს გაუმარტივოს პროდუქციის შეძენა საზღვარგარეთის ონლაინ-მაღაზიებში, მაქსიმალურად შეამციროს შეძენილი პროდუქციის ტრანსპორტირების რისკი, ჩამოტანის დრო და დანახარჯები და მუდმივად გააუმჯობესოს მომსახურების სტანდარტები. კომპანია მომხმარებელს სთავაზობს მისამართს ამერიკაში, გერმანიასა და ჩინეთში, რომლის მითითებაც შეიძლება ონლაინ-მაღაზიებში საქონლის შეძენისას. მისამართი მითითებულია საიტზე. აღნიშნულ მისამართზე მისული ამანათები იგზავნება საქართველოში და ადრესატს შეუძლია მათი მიღება, როგორც კომპანიის ოფისებში, ისე საკურიერო მომსახურებით.


Advertisements Provided By Published Deadline