სასტუმრო რუმს კოხტა

https://adjaragroup.com/ka

"აჭარა ჯგუფი" უმსხვილესი და სწრაფად მზარდი კომპანიაა სტუმარმასპინძლობის ინდუსტრიაში, რომელიც აგრობიზნესის სფეროს განვითარებას და ცხოვრების კულტურის ამაღლებას ემსახურება. 2010 წელს კომპანიამ ქართულ ბაზარზე საერთაშორისო სასტუმროების ქსელი Holiday Inn შემოიყვანა და სტუმარმასპინძლობის უძველეს ქართულ ტრადიციას ყველა მისი სტუმარი აზიარა. "აჭარა ჯგუფი" ლიდერია ახალი ტენდენციების დანერგვის, სამეწარმეო პროექტების განხორციელებისა თუ ესთეტიკის თვალსაზრისით და საერთაშორისო აღიარებაც მოიპოვა ისეთი თანამედროვე ქართული ბრენდების შექმნით, როგორიცაა Rooms Hotel - თბილისში, ყაზბეგსა და ბაკურიანში, უმაღლესი კლასის Stamba Hotel და მოდური Fabrika Hostel. საგულისხმოა, რომ "აჭარა ჯგუფის" ყველა რესტორანს გამორჩეული სამზარეულო აქვს, რაც ქართველ და უცხოელ პროფესიონალთა კულინარიული ნიჭის, მათი დიდი გამოცდილებისა და ხარისხიანი ადგილობრივი ნატურალური პროდუქტების გამოყენების შედეგია. ინოვატორული პროექტების წყალობით, დიდია "აჭარა ჯგუფის" წვლილი როგორც რეგიონების, ისე დედაქალაქის ურბანული განვითარების საქმეში. ეს კი, თავის მხრივ, ხელს უწყობს ტურიზმის განვითარებას და საქართველოს პოპულარიზაციას მთელ მსოფლიოში.


Advertisements Provided By Published Deadline