თბილღვინო

http://tbilvino.ge/

თბილღვინო ქართული ღვინის მწარმოებელი ერთ-ერთი ყველაზე დიდი და წარმატებული კომპანიაა საქართველოში, რომლის პროდუქციასაც მსოფლიოს 30-ზე მეტ ქვეყანაში იცნობენ, აფასებენ და ენდობიან. გამოცდილი მეღვინეები, ადგილობრივი ყურძნის ჯიშების ნაირსახეობა და ღვინის დაყენების ტრადიციული მეთოდების ახალ ტექნოლოგიებთან შერწყმა არის ის, რაც კომპანიას შესაძლებლობას აძლევს, ღვინის მოყვარულებს ხარისხიანი პროდუქტი და მრავალფეროვანი არჩევანი შესთავაზოს. თბილღვინოს ისტორია ათეულობით წელს ითვლის და ჯერ კიდევ გასული საუკუნიდან იწყება. 1962 წელს საქართველოში ყველაზე დიდი ღვინის საწარმო გაიხსნა, რომელმაც მალევე დაიმკვიდრა მნიშვნელოვანი ადგილი ბაზარზე და საერთაშორისო აღიარება მოიპოვა. 1999 წლიდან კომპანიას სათავეში ძმები ზურაბ და გიორგი მარგველაშვილები ჩაუდგნენ, რის შემდეგაც სრულიად ახალი ეტაპი დაიწყო თბილღვინოს ისტორიაში. საფუძველი ჩაეყარა ღვინის წარმოების ახალ, თანამედროვე ფილოსოფიას, რომლის იდეაც გახდა მომხმარებელი, ინდივიდუალური სურვილებითა და განსხვავებული გემოვნებით. 2008 წელს თბილისის საწარმოს სრული რეკონსტრუქცია გაკეთდა. შენობა ყველა თანამედროვე ტენდენციის გათვალისწინებით გარემონტდა და უახლესი ტექნოლოგიებით აღიჭურვა. ამავე წელს თბილღვინომ ISO 22000 და ISO 9001 სერტიფიკატები მოიპოვა, რის შედეგადაც სერტიფიცირებული ბიზნესის აკადემიის (ACB) წევრი გახდა. 2009 წელს კომპანიამ N1 ღვინის ექსპორტიორის სტატუსი დაიმსახურა, რასაც მომდევნო 9 წელი სტაბილურად ინარჩუნებდა. 2011 წელს თბილღვინომ თავისი მასშტაბების გაფართოება გადაწყვიტა და საერთაშორისო ფინანსურ კორპორაციასთან (IFC) თანამშრომლობით ახალი ღვინის საწარმოს მშენებლობა დაიწყო ყვარლის რაიონში. 2012 წლიდან კი ახალი საწარმო უკვე მზად იყო პირველი ბოთლის ჩამოსასხმელად. ყვარლის საწარმოში ყურძნის გადამუშავება და ღვინის სტაბილიზაცია უახლესი ტექნოლოგიების გამოყენებითა და ტრადიციული მეთოდების გათვალისწინებით სრულდება. დღეისთვის, კომპანიის სახელზე ორი უდიდესი ღვინის საწარმოა, რაც მას შესაძლებლობას აძლევს წლიურად 7.5 მილიონი ბოთლი ღვინო აწარმოოს. ამის გარდა, თბილღვინო 226 ჰექატარზე გაშენებულ საკუთარ ვენახებს ფლობს მუკუზნისა და ქინძმარაულის მიკროზონებში, რომლებიც წვეთოვანი სარწყავი სისტემითაა აღჭურვილი. მათი გაშენების პროცესი, იტალიელი მევენახეების კონსულტაციებით, 2013 წელს დაიწყო, 2017-ში კი კომპანიამ შეძლო პირველი მოსავალი აეღო. დაარსებიდან დღემდე, თბილღვინომ უდიდესი აღიარება და უამრავი ჯილდო მოიპოვა ისეთ საერთაშორისო კონკურსებზე, როგორებიცაა Decanter London, IWSC, IWC, Mondial, Berlin Wine Trophy და ბევრი სხვა.


Advertisements Provided By Published Deadline