ICI-PARIS

https://www.iciparis.ge/ge

დღეს საქართველოს პარფიუმერიულ ბაზარზე „ ისი პარის“ 18 მაღაზიაა. ჩვენი პრიორიტეტი - ხარისხი და მრავალფეროვნებაა ! მსოფლიო პარფიუმერიული სიახლეები ქსელში დროულად ჩნდება და მომხმარებლს მრავალფეროვან არჩევანს სთავაზობს კრემისფერისა და შავის კომბინაცია, თანამედროვე ლოგო და ნაცნობი წარწერა Ici Paris - უკვე კარგად იცის მომხმარებელმა. 1995 წელს, როცა ქვეყანა ეკონომიკური პრობლემების ქაოსში ცხოვრობდა, თბილისში ისი პარის პირველი მაღაზია გაიხსნა. Ici Paris (ქართულად - აქ არის პარიზი) ეპატიჟება ყველას, ვისაც სურს პარფიუმერული სამყაროს რიტმს აჰყვეს, ყოველთვის ფორმაში იყოს და კიდევ უფრო მომხიბვლელად გამოიყურებოდეს. ყურადღებით დააკვირდით მაღაზიების განახლებულ ვიტრინებს და საპრეზენტაციო ზონებს, რომელნიც პარფიუმერულ სიახლეებზე მიგითითებთ. პარფიუმერული სამყარო ძალიან სწრაფად ვითარდება, მსოფლიო სიახლეები და პრეზენტაციები „ ისი პარის“ საშუალებით დაუყოვნებლივ აღწევს ქართველ მომხმარებლამდე. ისი პარის მაღაზიებში 80-მდე პარფიუმერული სახელია წარმოდგენილი: Chanel , Hermes, Sisley, Shiseido, YSL, Lancome, Narciso Rodriguez, Dolce & Gabbana, Gucci, Chloe, Burberry, Bvlgari, Versace, J.P. Gaultier, I. Miyake, C. Klein, C. Herrera, Marc Jacobs, Cartier და სხვა.. „ისი პარიში“ შეგიძლიათ თქვენი სურვილი და შესაძლებლობა შესანიშნავად მოარგოთ ერთმანეთს: თქვენს წინაშეა ლუქს პროდუქცია და შედარებით ხელმისაწვდომი – ლაიფსთაილი.


Advertisements Provided By Published Deadline