მენეჯერი

Pepela
Sales manager
Bakuriani
Vacancy
12-08
01-10


სათამაშოების მაღაზიათა ქსელი "პეპელა" აცხადებს ვაკანსიას მენეჯერის პოზიციაზე ბაკურიანში.

სათამაშოების მაღაზიათა ქსელი "პეპელა" მომხმარებელს სთავაზობს ევროპული და საერთაშორისო ბრენდების სათამაშოების ფართო ასორტიმენტს ბიჭებისთვის და გოგოებისთვის, 1 თვიდან.

ჩვენთან გელოდებათ:

  • კარიერული განვითარების შესაძლებლობა;
  • კომფორტული სამუშაო გარემო;
  • ჯანმრთელობის დაზღვევა;
  • და რაც ყველაზე მთავარია - ჩვენთან განსაკუთრებით ფასდება ერთგულება და ახალი იდეების ინიცირება.
  • ასე რომ, მოუთმენლად გელოდებით ჩვენს დიდ გუნდში, იმისთვის, რომ ერთად ვაკეთოთ ღირებული და მნიშვნელოვანი საქმე.

ძირითადი მოვალეობები:

  • სავაჭრო პროცესების მართვა:
  • მერჩენდაიზინგის სტანდარტების მიხედვით პროდუქციის სწორი განლაგების უზრუნველყოფა;
  • პროდუქციის თაროებზე შევსების კონტროლის უზრუნველყოფა და სხვ.
  • პროდუქციის მოვლა და მის სისუფთავეზე ზრუნვა;

სააღრიცხვო პროცესების მართვა

  • მონაწილეობის მიღება შემდეგ საკითხებში - მარაგების მართვა, პროდუქციის შეკვეთა გაყიდვებისა და ნაშთის მიხედვით:
  • შიდა აღწერებში მონაწილეობის მიღება;
  • ოფისიდან მიღებულ სხვადასხვა დავალებებზე ოპერატიულად რეაგირება;
  • საწყობიდან პროდუქციის მიღება და უკან დაბრუნება დადგენილი წესის მიხედვით მენეჯერის ან უფროსი კონსულტანტის მეთვალყურეობის ქვეშ;+
  • ოპტიმალური ასორტიმენტის განსაზღვრა;
  • მომსახურების ხარისხის უზრუნველყოფა;
  • ორგანიზაციის პროგრამაში და სალარო აპარატთან მუშაობა მენეჯერის ან უფროსი კონსულტანტის მეთვალყურეობის ქვეშ.

ძირითადი მოთხოვნები:

  • უმაღლესი/არასრული უმაღლესი განათლება;
  • მენეჯერად მუშაობის გამოცდილება;
  • სასურველია გაყიდვების კონსულტანტად მუშაობის გამოცდილება;
  • სასურველია მომსახურების სფეროში მუშაობის გამოცდილება.
  • სასურველია სამუშაო გამოცდილება გაყიდვების სფეროში
  • საოფისე პროგრამების ცოდნა მომხმარებლის დონეზე (MS Word, Excel).

პიროვნული მახასიათებლები და უნარ-ჩვევები:

  • ორგანიზების უნარი;
  • სტრესულ სიტუაციებში მუშაობის უნარი;
  • გადაწყვეტილების სწრაფად მიღების უნარი;
  • დროის მართვის უნარი;
  • კომუნიკაბელურობა;
  • პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა;
  • გუნდური მუშაობის უნარი;
  • პუნქტუალურობა.

სამუშაო გრაფიკი: სრული.
ვაკანსიის ადგილმდებარეობა: დაბა ბაკურიანი.

დაინტერესებულმა პირებმა, 2020 წლის 31 აგვისტოს ჩათვლით გამოგვიგზავნეთ რეზიუმე ელფოსტაზე: hr@pepela.ge და "subject"-ში აუცილებლად მიუთითეთ ვაკანსიის დასახელება.
კონკურსში მონაწილეობის მისაღებად დაკავშირება მოხდება მხოლოდ შერჩეულ კანდიდატებთან.

გისურვებთ წარმატებას!