მორიგე ექიმი

German Hospital
Medical
Tbilisi
Vacancy
27-08
27-09


ს.ს. „გერმანული ჰოსპიტალი“  აცხადებს ვაკანსიას ბავშვთა მიმღები და გადაუდებელი დახმარების დეპარტამენტში მორიგე ექიმის პოზიციაზე.

სამუშაო ადგილი: ქ. თბილისი, კოსმონავტების 45ა;მტკვრის მარცხენა სანაპირო;

სამუშაო გრაფიკი: მორიგეობა.

ძირითადი მოვალეობები: 

  • პაციენტის მართვა
  • პაციენტის ჯანმრთელობის მდგომარეობის შეფასება და მონიტორინგი;
  • პაციენტის კლინიკური მდგომარეობის შესაბამისად რეფერალის განსაზღვრა და შესაბამისი პროფილით გადამისამართება;
  • პაციენტის /მისი მეურვის ინფორმირება მკურნალობის სქემის შესახებ.
  • მის კომპეტენციაში შემავალი სამედიცინო და არასამედიცინო დოკუმენტაციის წარმოება მოქმედი მარეგულირებელი აქტების, გაიდლაინების/პროტოკოლების და სტანდარტების მიხედვით;

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

  • უმაღლესი სამედიცინო განათლება;
  • სავალდებულოა საექიმო საქმიანობის დამადასტურებელი სერთიფიკატი გადაუდებელ მედიცინაში.
  • სავალდებულოა ექიმად მუშაობის მინიმუმ 1 წლიანი გამოცდილება.

პიროვნული კომპეტენციები/უნარები:

  • საოფისე კომპიუტერული პროგრამების ცოდნა;
  • უცხო ენების /ინგლისური, რუსული/ საკომუნიკაციო დონეზე ცოდნა.
  • სამედიცინო საქმიანობასთან დაკავშირებული საკანონმდებლო ნორმების ცოდნა.
  • მაღალი პასუხისმგებლობის გრძნობა, დეტალებზე ორიენტირებულობა, კომუნიკაბელურობა, პუნქტუალურობა, ორგანიზებულობა;

დაინტერესებულ კანდიდატებს გთხოვთ, გამოაგზავნოთ რეზიუმე (CV) შემდეგი ელ. ფოსტის მისამართზე: info@hgh.ge და გთხოვთ, ელფოსტის სათაურის ველში (subject) მიუთითოთ იმ ვაკანსიის დასახელება, რომელზეც შემოგაქვთ განაცხადი. დაკავშირება მოხდება შესაბამის კანდიდატებთან.

ს.ს. „გერმანული ჰოსპიტალი“ მადლობას გიხდით დაინტერესებისათვის და გისურვებთ წარმატებას.