კონსულტანტი კარფურში

Sales
Tbilisi
Vacancy
05-09
05-10
500 + ბონუსი


სავაჭრო კომპანია „AGRO FOOD TRADE“ საქართველოს ბაზარზე ფუნქციონირებს 2013 წლიდან. კომპანიის საქმიანობის სფერო მოიცავს ლიდერი ჰიპერმარკეტების, სუპერმარკეტებისა და ქვეყნის მასშტაბით ოპერირებადი სხვა სარეალიზაციო ობიექტებისთვის ქართული და იმპორტული  სოფლის მეურნეობის პროდუქციის მიწოდებას.

დამატებითი ინფორმაცია იხილეთ : ბმულზე

AGRO FOOD TRADE აცხადებს ვაკანსიას კონსულტანტის პოზიციაზე 

ძირითადი ფუნქცია-მოვალეობები:

  • დარბაზის შესაბამის სექციაში პროდუქციის დახლზე განთავსება.
  • მომხმარებლისათვის კონსულტაციის გაწევა, სასწორთან მუშაობა;
  • საწყობში არსებული, მარაგების გაკონტროლება;
  • პროდუქციის ხარისხის, ვადიანობის, ფასმაჩვენებლების სიზუსტის მუდმივი მონიტორინგი.

მოთხოვნები:

  • გამართული მეტყველება;
  • პროდუქციის სწრაფი შესწავლის უნარი
  • ორგანიზებულობა;
  • პრეზენტაბელურობა
  • პუნქტუალურობა;

სამუშაო პირობები:

  • ობიექტი: კარფური (ქ. თბილისი)
  • კვირაში 6 სამუშაო დღე : 12:00-20:00;
  • შესვენება: 1სთ
  • ანაზღაურება: 500 ლარი + ბონუსი 

დაინტერესებულ კანდიდატებს, გთხოვთ, გამოაგზავნოთ თქვენი რეზიუმე ელ.ფოსტაზე: info@agrofoodtrade.ge და მიუთითოთ პოზიციის სახელწოდება „კონსულტანტი“ წინააღმდეგ შემთხვევაში კანდიდატურა ვერ განიხილება.