სოციალური მედიის მენეჯერი

Pepela
Manager
Tbilisi
Vacancy
25-09
25-10


სათამაშოების მაღაზიათა ქსელი "პეპელა" აცხადებს ვაკანსიას სოციალური მედიის მენეჯერის პოზიციაზე.

სათამაშოების მაღაზიათა ქსელი "პეპელა" მომხმარებელს სთავაზობს ევროპული და საერთაშორისო ბრენდების სათამაშოების ფართო ასორტიმენტს ბიჭებისთვის და გოგოებისთვის, 1 თვიდან.

ჩვენთან გელოდებათ:

  • კარიერული განვითარების შესაძლებლობა;
  • კომფორტული სამუშაო გარემო;
  • ჯანმრთელობის დაზღვევა;
  • და რაც ყველაზე მთავარია - ჩვენთან განსაკუთრებით ფასდება ერთგულება და ახალი იდეების ინიცირება.
  • ასე რომ, მოუთმენლად გელოდებით ჩვენს დიდ გუნდში, იმისთვის, რომ ერთად ვაკეთოთ ღირებული და მნიშვნელოვანი საქმე.

ძირითადი მოვალეობები;

  • სოციალური მედიის განვითარების სტრატეგიის შემუშავება;
  • კომპანიის სოციალური არხების (facebook, instagram,youtube და სხვ.) განვითარება და მართვა
  • კომპანიაში არსებული ბრენდების პოპულარიზაციაზე ზრუნვა;
  • ეფექტური ინტერაქციული ონლაინ კავშირის უზრუნველყოფა;
  • სოციალურ ქსელში მომხმარებელთან კომუნიკაცია;
  • მომხმარებლის მხრიდან დაფიქსირებულ პრობლემებზე რეაგირება;
  • მიმდინარე და მოსალოდნელი სიახლეების შესახებ ინფორმაციის განთავსება;
  • სოციალური გვერდების სარეკლამო აქტივობების დაგეგმვაში მონაწილეობის მიღება, განხორციელება და შედეგების გაზომვა.
  • Youtobe channel-ის მართვა და შესაბამისი კონტენტის მომზადება

ძირითადი მოთხოვნები

  • უმაღლესი განათლება,
  • აუცილებელია მსგავს პოზიციაზე მუშაობის მინიმუმ 1 წლიანი გამოცდილება;
  • Adobe photoshop-ის და საბაზისო დონეზე ცოდნა;
  • Google Ads, Google Analytics, facebook, instagram, tik-tok, youtube.

პიროვნული მახასიათებლები:

  • აზრის თანმიმდევრულად ჩამოყალიბებისა და გამართულად წერის უნარი;
  • კრეატიულობა და შემოქმედებითი აზროვნების უნარი;
  • ოპერატიულობა;
  • სტრესულ სიტუაციებში მუშაობის უნარი;
  • მოტივირებულობა, აქტიურობა და კომუნიკაბელურობა.

სამუშაო გრაფიკი: სრული, 09:30-18:00 სთ
ვაკანსიის ადგილმდებარეობა: თბილისი, იოსებიძის ქ.49.

კონკურსში მონაწილეობის მისაღებად დაინტერესებულმა პირებმა, გთხოვთ, მიყევით ბმულს და შეავსეთ განაცხადი 2020 წლის 16 ოქტომბრის ჩათვლით http://hr.palitra.ge/vacancy/0xae3d005056a2625311eaf7edc45a6dc9

დაკავშირება მოხდება მხოლოდ შერჩეულ კანდიდატებთან.

გისურვებთ წარმატებას!