გაყიდვების მენეჯერი

აგრონომი
Sales
Telavi
Vacancy
26-09
26-10
1000


შპს „აგრონომი“ წარმოადგენს პესტიციდების, მინერალური სასუქებისა და სოფლის მეურნეობაში გამოსაყენებელი მცირე ტექნიკის ერთ-ერთ ყველაზე მსხვილ იმპორტიორ კომპანიას საქართველოში.

კომპანიის შესახებ მეტი ინფორმაციის გასაგებად, გთხოვთ გადადით ბმულზე http://www.agronom.com.ge/

შპს „აგრონომი“ ეძებს გუნდის ახალ წევრს და აცხადებს ვაკანსიას გაყიდვების მენეჯერის პოზიციაზე.

სამუშაოს პირობები:

  • სამუშაოს ადგილი: კახეთი, თელავის რაიონი, სოფელი აკურა
  • სამუშაო განაკვეთი: სრული
  • ანაზღაურება: ფიქსირებული 1000 ლარი, + მაღალი საბონუსე სისტემა

ძირითადი ფუნქცია მოვალეობები:

  • კომპანიის განვითარებისა და გაყიდვების დაგეგმარებაში მონაწილეობის მიღება;
  • სავაჭრო ობიექტების პერსონალის: მოლარეებისა და კონსულტანტების საქმიანობის კოორდინირება და კონტროლი;
  • შესრულებული სამუშაოს ანალიზი და ხელმძღვანელობასთან ანგარიშგება;
  • მომხმარებლების მოთხოვნებისა და პრეტენზიების აკუმულირება, ხელმძღვანელთან ანგარიშგება და პრობლემების გადაჭრის გზების მოძიება-შეთავაზება;
  • სავაჭრო ობიექტზე სრული ასორტიმენტის უზრუნველყოფაზე კონტროლი და ნებისმიერ სასაქონლო ჯგუფში ობიექტებზე მარაგების კონტროლი;
  • ობიექტების პრობლემების თავმოყრა და სამსახურების მიხედვით სათაო ოფისის ინფორმირება;
  • მაღაზიაში წარმოდგენილი პროდუქტებს სრულყოფილად ცოდნა
  • მაღაზიაში პროდუქციის დროულად და ეფექტურად განთავსების კონტროლი;
  • მომხმარებელთა მომსახურების არსებული სტანდარტების დაცვა;
  • პროდუქციის შენახვისათვის აუცილებელი  შენახვის პირობების მუდმივი კონტროლი.
  • მომსახურების ხარისხის გაუმჯობესების მიზნით უშუალო ხელმძღვანელთან მუდმივი თანამშრომლობა არსებული პრობლემების განხილვისა და ინფორმაციის დროული გაცვლის გზით

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

  • სასურველია უმაღლესი განათლება;
  • ანალოგიურ პოზიციაზე მუშაობის მინიმუმ 1 წლიანი გამოცდილება;
  • სასურველია რუსული და ინგლისური ენების ცოდნა;
  • საოფისე კომპიუტერული პროგრამების ცოდნა

პიროვნული უნარები:

  • გამართული და დახვეწილი მეტყველების უნარი;
  • შრომისმოყვარეობა და ენერგიულობა;
  • კომუნიკაბელურობა;
  • პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა;
  • სხარტი აზროვნება;
  • ანალიტიკური აზროვნება;
  • კონფლიქტური სიტუაციების გადალახვის უნარი.
  • დატვირთულ რეჟიმში სწრაფად რეაგირების და მუშაობის უნარი

ჩვენ გთავაზობთ:

  • მეგობრულ და სასიამოვნო გარემოს
  • სტაბილურ სამსახურსა და კომპეტენტურ, მზარდ ანაზღაურებას
  • ჯანმრთელობის დაზღვევას

დაინტერესებულ პირებს გთხოვთ გამოაგზავნოთ თქვენი რეზიუმე შემდეგ ელექტრონულ მისამართზე: hr@agronom.com.ge არა უგვიანეს 2020 წლის 23 ოქტომბრისა. გთხოვთ სათაურის ველში მიუთითეთ ვაკანსიის დასახელება „გაყიდვების მენეჯერი“. წინააღმდეგ შემთხვევაში თქვენი ვაკანსია არ განიხილება.

გთხოვთ გაითვალისწინოთ, საკვალიფიკაციო მოთხოვნების მიხედვით, სივების გადარჩევის შედეგად, დაკავშირება მოხდება მხოლოდ შერჩეულ კანდიდატებთან.

კომპანია აგრონომი მადლობას გიხდით ვაკანტური პოზიციით დაინტერესებისთვის და წარმატებებს გისურვებთ!