ბარისტა

Coffee2tea
Restaurant/Food
Tbilisi
Vacancy
29-09
29-10
500


ახალი კაფე „Coffee2tea“ აცხადებს ვაკანსიას ბარისტას პოზიციაზე.

პოზიციის მდებარეობა: ქ.თბილისი, ვაჟა-ფშაველას გამზ. 91

ძირითადი მოვალეობები:

  • ცივი და ცხელი სასმელების მომზადება აპარატთან;
  • სტუმრების მომსახურება და შეკვეთების მიღება;
  • თავაზიანი, სწრაფი მომსახურების გაწევა;
  • სალარო ოპერაციების წარმოება;
  • სამუშაო ადგილის მოწესრიგება.

მოთხოვნები:

  • სასურველია მსგავს პოზიციაზე მუშაობის გამოცდილება;
  • შრომისმოყვარეობა, პუნქტუალურობა, ენერგიულობა;
  • თავაზიანობა, კომუნიკაბელურობა.

დამატებითი ინფორმაცია:

  • სამუშაო გრაფიკი: კვირაში ექვსი დღე
  • ანაზღაურება: 500 ლარი

ჩვენ გთავაზობთ ჯანმრთელობის დაზღვევასა და 50%-იან ფასდაკლებას კაფეში არსებულ პროდუქციაზე.

დაინტერესებულ პირებს გთხოვთ, გამოაგზავნოთ თქვენი CV შემდეგ ელ.ფოსტაზე: hr@coffee2tea.ge; სათაურის ველში მიუთითეთ პოზიციის დასახელება.

გისურვებთ წარმატებას!