მზარეულის დამხმარე

Coffee2tea
Restaurant/Food
Tbilisi
Vacancy
29-09
29-10
600


ახალი კაფე „Coffee2tea აცხადებს ვაკანსიას  მზარეულის დამხმარის პოზიციაზე.

პოზიციის მდებარეობა: ქ.თბილისი, ვაჟა-ფშაველას გამზ. 91

ძირითადი მოვალეობები:

  • სამზარეულოს/სამუშაო სივრცის წესრიგის და სანიტარული ნორმების დაცვა
  • ინგრედიენტების წინასწარ მომზადება
  • პროდუქტების დასაწყობება სანიტარულ/ჰიგიენური ნორმებისა და ფუჭებადობის გათვალისწინებით
  • ეფექტურად დაგეგმოს საკუთარი სამუშაო გრაფიკი კერძების დროულად მზადყოფნის მიზნით
  • დაემორჩილოს მზარეულის მითითებებს

მოთხოვნები:

  • სასურველია მსგავს პოზიციაზე მუშაობის გამოცდილება;
  • შრომისმოყვარეობა, პუნქტუალურობა, ენერგიულობა;
  • დეტალებზე ორიენტირებულობა
  • პასუხისმგებლიანობა
  • გუნდური მუშაობის უნარი

დამატებითი ინფორმაცია:

  • სამუშაო გრაფიკი: კვირაში ექვსი დღე
  • ანაზღაურება: 600 ლარი 

ჩვენ გთავაზობთ ჯანმრთელობის დაზღვევასა და 50%-იან ფასდაკლებას კაფეში არსებულ პროდუქციაზე.

დაინტერესებულ პირებს გთხოვთ, გამოაგზავნოთ თქვენი CV შემდეგ ელ.ფოსტაზე: hr@coffee2tea.ge; სათაურის ველში მიუთითეთ  პოზიციის დასახელება.

გისურვებთ წარმატებას!