პირველადი ჯანდაცვის ზარალების ანალიტიკოსი

იმედი L
Insurance
Tbilisi
Vacancy
01-10
01-11


სადაზღვევო კომპანია „იმედი L“  აცხადებს ვაკანსიას პირველადი ჯანდაცვის ზარალების ანალიტიკოსის  პოზიციაზე 

ძირითადი მოვალეობები: 

  • კომპანიის დაზღვეული პაციენტებისათვის დისტანციური/ონლაინ კონსულტაციის გაწევა; 
  • კომპანიის სამედიცინო შემთხვევების დისტანციური მართვა, ზარალების ანალიზი და მონიტორინგი;  
  • პრობლემური სამედიცინო შემთხვევების დარეგულირება, ოჯახის ექიმებთან სატელეფონო კომუნიკაცია და გადაწყვეტილების მიღებაში მათი დახმარება; 
  • ამბულატორიული და მედიკამენტური მიმართვების გაუქმება და მიზეზების მონიტორინგი; 
  • მიმართვების რეგისტრაციის და გაუქმების პროგრამული ასახვა; 

საკვალიფიკაციო მოთხოვნები: 

  • უმაღლესი სამედიცინო განათლება (სასურველია თერაპიის მიმართულებით); 
  • კლინიკური მიმართულებით მუშაობის გამოცდილება; 
  • MS Office პროგრამების  ცოდნა სამომხმარებლო დონეზე;  

აუცილებელი უნარები: 

  • კარგი კომუნიკაციის უნარი; 
  • გადაწყვეტილების დამოუკიდებლად  მიღების უნარი; 
  • გუნდური მუშაობის უნარი; 
  • ორგანიზებული და დეტალებზე ორიენტირებული; 
  • სტრესული სიტუაციების მართვის უნარი; 
  • პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა. 

ვაკანსიით დაინტერესებულ კანდიდატებს  შეგიძლიათ გამოგზავნოთ თქვენი რეზიუმე (CV) ჩვენს ელექტრონულ მისამართზე: vacancy@imediL.ge  ;  

გთხოვთ, სათაურის ველში (subject) აუცილებლად მიუთითოთ იმ ვაკანსიის დასახელება, რომელზეც შემოგაქვთ განაცხადი. 

განაცხადის მიღების ბოლო ვადაა: 8 ოქტომბერი, 2020 წელი. 

სადაზღვევო კომპანია “იმედი L”   მადლობას გიხდით ვაკანტური თანამდებობით დაინტერესებისათვის და გისურვებთ წარმატებას. 

სადაზღვევო კომპანია „იმედი L“ - ში თქვენ მიერ გაგზავნილი რეზიუმე შესაძლოა შეიცავდეს "პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ" საქართველოს კანონით გათვალისწინებულ პერსონალურ მონაცემებს, მათ შორის, განსაკუთრებული კატეგორიის მონაცემებს. 

გაცნობებთ, რომ თქვენი პერსონალური მონაცემები სადაზღვევო კომპანია “იმედი L” - ის მიერ დამუშავდება თქვენთან სახელშეკრულებო, მათ შორის, შრომითი ურთერთობის დამყარების 

შესახებ გადაწყვეტილების მიღების მიზნებისათვის. ასევე, თქვენ მიერ გამოგზავნილი რეზიუმე შესაძლოა არ იქნას განხილული მოცემულ ვაკანსიაზე და დარეზერვებული იქნას სხვა 

რელევანტური ვაკანსიისათვის, არაუმეტეს 3 წლის ვადით. იმ შემთხვევაში, თუ ეთანხმებით ზემოთ აღნიშნულს, გთხოვთ, გამოგვიგზავნოთ თქვენი რეზიუმე.