ოჯახის ექიმი

იმედი L
Medical
ქუთაისი
Vacancy
01-10
01-11


სადაზღვევო კომპანია „იმედი L“  აცხადებს ვაკანსიას ოჯახის ექიმის პოზიციაზე ქუთაისში

სამუშაო ადგილმდებარეობა:  

  • “იმედი L”  - ის პროვაიდერი კლინიკა

სამუშაო საათები:  

  • ორშაბათი - პარასკევი 10:00-18:00;
  • შაბათი 10:00-14:00.

ძირითადი მოვალეობები:

  • პაციენტის დიაგნოსტირება და მისი პირველადი კონსულტაცია;
  • ჯანმრთელობის ისტორიის შექმნა, განახლება და ანალიზი;
  • პაციენტის შემდგომი მკურნალობის დაგეგმვა და შესაბამისი მიმართვების გაცემა;
  • საჭირო კვლევების, მკურნალობის ხარისხისა და მიზანშეწონილობის კონტროლი, დაავადების მიმდინარებობის მონიტორინგი და პრევენციული ღონისძიებების დაგეგმვა;
  • პაციენტთან დაკავშირებული ინფორმაციის პროგრამული ასახვა.

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

  • უმაღლესი სამედიცინო  განათლება (პედიატრიის ან/და თერაპიის მიმართულებით);
  • ოჯახის ექიმის ლიცენზია;
  • მკურნალ ექიმად მუშაობის მინიმუმ 2 წლიანი გამოცდილება; 
  • MS Office პროგრამების  ცოდნა სამომხმარებლო დონეზე. 

აუცილებელი უნარები:

  • კარგი კომუნიკაციის უნარი;
  • გადაწყვეტილების დამოუკიდებლად  მიღების უნარი;
  • ორგანიზებული და დეტალებზე ორიენტირებული;
  • სტრესული სიტუაციების მართვის უნარი;
  • პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა.

ვაკანსიით დაინტერესებულ კანდიდატებს  შეგიძლიათ გამოგზავნოთ თქვენი რეზიუმე (CV) ჩვენს ელექტრონულ მისამართზე: vacancy@imediL.ge  ;  გთხოვთ, სათაურის ველში (subject) აუცილებლად მიუთითოთ იმ ვაკანსიის დასახელება, რომელზეც შემოგაქვთ განაცხადი.

განაცხადის მიღების ბოლო ვადაა: 12 ოქტომბერი, 2020 წელი.

სადაზღვევო კომპანია “იმედი L”   მადლობას გიხდით ვაკანტური თანამდებობით დაინტერესებისათვის და გისურვებთ წარმატებას.

სადაზღვევო კომპანია „იმედი L“ - ში თქვენ მიერ გაგზავნილი რეზიუმე შესაძლოა შეიცავდეს "პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ" საქართველოს კანონით გათვალისწინებულ პერსონალურ მონაცემებს, მათ შორის, განსაკუთრებული კატეგორიის მონაცემებს. გაცნობებთ, რომ თქვენი პერსონალური მონაცემები სადაზღვევო კომპანია “იმედი L” - ის მიერ დამუშავდება თქვენთან სახელშეკრულებო, მათ შორის, შრომითი ურთერთობის დამყარების შესახებ გადაწყვეტილების მიღების მიზნებისათვის. ასევე, თქვენ მიერ გამოგზავნილი რეზიუმე შესაძლოა არ იქნას განხილული მოცემულ ვაკანსიაზე და დარეზერვებული იქნას სხვა რელევანტური ვაკანსიისათვის, არაუმეტეს 3 წლის ვადით. იმ შემთხვევაში, თუ ეთანხმებით ზემოთ აღნიშნულს, გთხოვთ, გამოგვიგზავნოთ თქვენი რეზიუმე.