მერჩენდაიზერი

Orbita company
Merchandising
Tbilisi
Vacancy
07-10
07-11


შ.პ.ს „კომპანია ორბიტა“ , რომელიც დაარსდა 2004 წელს, ერთ-ერთი ლიდერი სადისტრიბუციო კომპანიაა თავის სფეროში საქართველოს ბაზარზე, რომელიც ახორციელებს დისტრიბუციას საქართველოს ყველა რეგიონში. 

 შ.პ.ს „კომპანია ორბიტა“ არის ექსკლუზიური დისტრიბუტორი საქართველოში ისეთი პოპულარული ბრენდების, როგორებიცაა: ETI, MOROZOVA, TAMEK, MALBI, MAESTRO DE OLIVA, IBERICA,GEMO, PROGAM, NATURELLA, VIVA, ITALFOOD, NMGK, TADIM 

შ.პ.ს „კომპანია ორბიტა“ აცხადებს ვაკანსიას მერჩენდაიზერის პოზიციაზე თბილისში. 

ძირითადი მოვალეობები: 

  • ქსელში წარმოდგენილი პროდუქციის ვადების კონტროლი; 
  • თაროებზე განაწილებული და მაცივრებში არსებული პროდუქციის სასაქონლო სახისა და  ვადების შემოწმება და FIFO-ს წესების დაცვა; 
  • თაროებზე პროდუქციის დალაგებისას პლანოგრამის დაცვა და კონტროლი; 
  • ხელმძღვანელობისთვის ობიექტზე არსებული სიტუაციის შესახებ ინფორმაციის მუდმივი მიწოდება; 
  • ობიექტების წარმომადგენლებთან მოლაპარაკებების წარმართვა პროდუქციის განთავსების პირობებზე; 
  • ქსელში მარაგის კონტროლი; 

მოთხოვნები: 

  • უმაღლესი განათლება სასურველია; 
  • მსგავს პოზიციაზე მინიმუმ 1 წლიანი მუშაობის გამოცდილება; 
  • საკუთარი ავტომობილის ყოლა სასურველია; 

პიროვნული თვისებები: 

  • პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა და საქმისადმი ერთგული დამოკიდებულება; 
  • პუნქტუალურობა; 
  • დისციპლინირებულობა; 
  • კომუნიკაბელურობა; 
  • გუნდური მუშაობის უნარი;  

თუ გსურთ შეუერთდეთ მოტივირებულ, ზრდაზე ორიენტირებულ გუნდს და აკმაყოფილებთ ზემოთ მოყვანილ მოთხოვნებს გამოაგზავნეთ თქვენი CV მისამართზეhr@orbita.ge. სათაურის  ველში გთხოვთ მიუთითეთ ვაკანსიის დასახელება, წინააღმდეგ შემთხვევაში თქვენი კანდიდატურა არ განიხილება.  თქვენ მიერ CV ის გამოგზავნით, თქვენ თანხმობას აცხადებთ შ.პ.ს „კომპანია ორბიტა“  დაამუშავოს თქვენი პერსონალური მონაცემები დასაქმების მიზნით. თქვენი პერსონალური მონაცემები  შეინახება შ.პ.ს „კომპანია ორბიტა“ ბაზაში 1 წლის ვადით.

გისურვებთ წარმატებებს !