ბუღალტერი

კახური ტრადიციული მეღვინეობა
Accounting
Tbilisi
Vacancy
07-10
07-11


"კახური ტრადიციული მეღვინეობა" ღვინისა და სპირტიანი სასმელების მწარმოებელი ერთ-ერთი უმსხვილესი კომპანიაა კავკასიის რეგიონში. კომპანია დაფუძნდა 2001 წელს. KTW ჯგუფის მიზანია, შეინარჩუნოს ღვინის ძველი უნიკალური გემო, შერწყმული თანამედროვე ტექნოლოგიებთან, შექმნას საკუთარი ხელწერა და სტილი მსოფლიოს მასშტაბით. KTW ჯგუფი ორიენტირებულია მუდმივ ზრდასა და განვითარებაზე.

შ.პ.ს. "კახური ტრადიციული მეღვინეობა" აცხადებს ვაკანსიას ბუღალტრის პოზიციაზე.

მდებარეობა:

  • თბილისი

სამუშაო გრაფიკი:

  • სრული

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

  • უმაღლესი განათლება ფინანსებში/ეკონომიკაში ან მონათესავე დისციპლინაში
  • სასოფლო სამეურნეო სფეროში მუშაობის გამოცდილება აუცილებელია;
  • ბუღალტრად მუშაობის გამოცდილება აუცილებელია
  • საბუღალტრო პროგრამა FMG-ის ცოდნა სასურველია:
  • ACCA პირველი დონე აუცილებელია
  • კომპიუტერული საოფისე პროგრამების, განსაკუთრებით Excel-ის მაღალ დონეზე ცოდნა;
  • საქართველოს საგადასახადო კანონმდებლობის კარგად ცოდნა
  • ფინანსური აღრიცხვის საერთაშორისო სტანდარტების საბაზისო დონეზე ცოდნა

მოვალეობები:

  • პირველადი საბუალტრო დოკუმენტაციის დამუშავება;
  • ფ/პ მომსახურებების ხელშეკრულებების კონტროლი;
  • ხელფასების დარიცხვა; შესაბამისი ანგარიშების კონტროლი; ყოველთვიური დეკლარაციების მომზადების პროცესში მონაწილეობის მიღება
  • ხელფასების გადარიცხვების წარმოება; საბანკო ტრანზაქციების ასახვა პროგრამაში;
  • სასაქონლო - მატერიალური ფასეულობების მიღების, ჩამოწერის ოპერაციები
  • უშუალო ხელმძღვანელის სხვა რელევანტური დავალებების შესრულება

უნარ-ჩვევები:

  • დეტალებზე ორიენტირებული; პუნქტუალური
  • პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა
  • კრიტიკული, ანალიტიკური და სხარტი აზროვნება
  • მათემატიკური და ლოგიკური აზროვნება
  • დროის მართვისა და პრიორიტეტების განსაზღვრის უნარი;
  • პრობლემური სიტუაციების აღმოფხვრის უნარი
  • გუნდური მუშაობის უნარ;
  • მიზანმიმართული და შედეგებზე ორიენტირებული

განაცხადის მიღების ბოლო ვადაა: 2020 წლის 06 ნოემბერი.

დაინტერესებულ კანდიდატებს გთხოვთ, გამოგვიგზავნოთ (CV) ფოტოსურათით, ელ.ფოსტაზე: hr@ktw.ge სათაურის ველში მიუთითეთ ვაკანსიის დასახელება "ბუღალტერი". რეზიუმე დაასათაურეთ თქვენი სახელით და გვარით.

დაკავშირება მოხდება მხოლოდ შერჩეულ კანდიდატებთან.

შ.პ.ს. "კახური ტრადიციული მეღვინეობა" მადლობას გიხდით ვაკანტური თანამდებობით დაინტერესებისთვის და გისურვებთ წარმატებას!