რეპორტინგის მენეჯერი

სამშენებლო კომპანია ანაგი
Manager
Tbilisi
Vacancy
08-10
08-11


სამშენებლო კომპანია "ანაგი" აცხადებს ვაკანსიას რეპორტინგის მენეჯერის პოზიციაზე.

რეპორტინგის მენეჯერი დაექვემდებარება უშუალოდ ჯგუფის ფინანსურ დირექტორს და მისი მუშაობის არეალი გავრცელდება როგორც ძირითად საქმიანობაზე, ასევე იმ საინვესტიციო პროექტებზე, რომელსაც კომპანია ფლობს, ახორციელებს ან განიხილავს მომავალში განხორციელებას.

კანდიდატი, რომელიც დაიკავებს რეპორტინგის მენეჯერის პოზიციას, იმუშავებს საქართველოში ერთ-ერთ ყველაზე მსხვილ ჯგუფში. ჩართული იქნება ერთდროულად რამდენიმე სექტორში და მიეცემა პროფესიული განვითარების უნიკალური შესაძლებლობა მიიღოს ცოდნა და გამოცდილება ერთდროულად რამდენიმე სფეროში და მისი პროფესიული მიღწევები გონივრულ ვადებში იყოს გაცილებით მეტი, ვიდრე რეპორტინგის მენეჯერის პოზიციაა.

იმისთვის, რომ კანდიდატმა მიაღწიოს წარმატებას ჩვენ გვჯერა, რომ ის უნდა იყოს გამორჩეულად მოტივირებული, განვითარებაზე ორიენტირებული, მიზანდასახული და გრძელვადიანი თანამშრომლობის სურვილით განმსჭვალული. სურვილი, რომ კარიერულად გაიზარდოს და წარმატებას მიაღწიოს კომპანიასთან ერთად, არის ურთიერთთანამშრომლობისთვის აუცილებელი ფაქტორი.

კანდიდატი გაივლის 1 ტესტს და 2 გასაუბრებას. ანაზღაურების პაკეტი იქნება კონკურენტუნარიანი და პერსპექტიული. იგი განისაზღვრება შერჩევის პროცესში და/ან კანდიდატთან მოლაპარაკების დროს.

ფუნქციები:

  • ქვემოთ მოცემული ფუნქციების შესრულებისთვის გარდა უშუალოდ რეპორტინგის მენეჯერის ჩართულობისა, ზოგიერთ შემთხვევებში გამოყენებული იქნება ფინანსური აღრიცხვის დეპარტამენტის თანამშრომლების რესურსი.

ძირითადი ფუნქციები:

  • ანაგი ჯგუფის ფინანსური აუდიტის ჩატარების და რეპორტის მიღების უზრუნველყოფა დაგეგმილ ვადებში
  • ჯგუფის რეპორტინგის უზრუნველყოფა ბუღალტრული აღრიცხვის, ანგარიშგებისა და აუდიტის ზედამხედველობის სამსახურის მოთხოვნების მიხედვით
  • მენეჯერული რეპორტების მომზადება და წარდგენა მენეჯმენტისთვის
  • ჯგუფის რეპორტინგის უზრუნველყოფა სტატისტიკის ეროვნული სამსახურის მოთხოვნების მიხედვით
  • ფინანსურ დირექტორთან ერთად ფინანსური აღრიცხვის პროცესის მართვა: სექციების მიხედვით დაგეგმილი აღრიცხვის მონიტორინგი დაგეგმილ ვადებში. კონტროლების სისტემების მონიტორინგი (აღრიცხვის პროცესი დაგეგმილია, არსებობს პასუხისმგებლობის მატრიცა და მუშაობს კონტროლების სისტემა)
  • ფინანსურ ინსტიტუტებთან ურთიერთობა: პერიოდულად ჯგუფის არააუდირებული ფინანსური ანგარიშგების წარდგენა. მიმდინარე და სამომავლო პროექტების რეპორტის წარდგენა. მოსალოდნელი მომავალი თავისუფალი ფულადი ნაკადების პროგნოზის წარდგენა.

დამატებითი ფუნქციები:

  • საინვესტიციო პროექტების დაგეგმვაში მონაწილეობა, ფინანსური მომგებიანობის მოდელის შედგენა და ანალიზი, რისკებისა და სარგებლიანობის შეფასება
  • ინვესტიციების მონიტორინგი განხორციელების ეტაპზე და პროექტის დასრულების შემდგომ. ფულადი სახსრების მოძრაობის კონტროლი და რეპორტინგი
  • საინვესტიციო პროექტების ჭრილში ბანკებთან ურთიერთობა, როგორც სესხის მოზიდვის ეტაპზე, ასევე მონიტორინგის ეტაპზე
  • სხვა მიმდინარე დავალებები ფინანსური ანალიტიკისა და კონტროლის კუთხით.

საკვალიფიკაციო მახასიათებლები:

  • საშუალოდ 3 წლიანი სამუშაო გამოცდილება საერთაშორისო აუდიტორულ კომპანიაში. სასურველია დიდი ათეული
  • ექსელის სამომხმარებლო დონეზე კარგად ცოდნა. სასურველია ERP სისტემასთან ან/და საბუღალტრო პროგრამასთან მუშაობის გამოცდილება
  • ACCA-ის (ან მსგავსი პროგრამის) სტუდენტი/კურსდამთავრებული
  • საქართველოს საგადასახადო კოდექსის საბაზისო პრინციპების ცოდნა
  • ინგლისური და რუსული ენების ცოდნა.

პიროვნული თვისებები:

  • გუნდური მუშაობის უნარი
  • საქმის და დროის სწორად განაწილების უნარი
  • მაღალი პასუხისმგებლობის გრძნობა
  • კონფიდენციალურობა, მოწესრიგებულობა და პუნქტუალურობა
  • დაძაბულ გარემოში მუშაობის უნარი.

დაინტერესებულმა კანდიდატებმა CV უნდა გამოაგზავნონ ელ. ფოსტის მისამართზე n.khukhunaishvili@anagi.ge