პრობლემური თანხის ამოღების მენეჯერი

New Vision Insurance
Manager
Tbilisi
Vacancy
08-10
08-11


"New Vision Insurance" აცხადებს ვაკანსიას პრობლემური თანხის ამოღების მენეჯერის პოზიციაზე:

დაქვემდებარება: ფინანსური დირექტორი

სამუშაო განაკვეთი: სრული

ფუნქცია მოვალეობები:

  • დაზღვეულ, პრობლემურ კლიენტებთან სატელეფონო კავშირი, მოლაპარაკებების წარმართვა ვალდებულებების განულების ან გადახდის გადანაწილების მიზნით
  • სუბროგაცია/რეგრესთან დაკავშირებული საკითხების მოგვარება, მათი აღმოფხვრისათვის საჭირო გზების ძიება და შეთანხმება.
  • მონაცემთა ბაზებთან მუშაობა

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

  • უმაღლესი განათლება (სასურველია იურიდიული/ეკონომიკური)
  • სამუშაო გამოცდილება მსგავს პოზიციაზე სადაზღვევო, საბანკო ან იურიდიული მიმართულებებით ჩაითვლება უპირატესობად
  • ​კომპიუტერული პროგრამები (Microsoft Word, Excel)
  • ინგლისური და რუსული ენების საკომუნიკაციო დონეზე ცოდნა

პიროვნული უნართვისებები:

  • ყურადღება დეტალების მიმართ
  • გუნდური მუშაობის უნარი
  • სტრესულ სიტუაციაში მუშაობის უნარი
  • დროის ეფექტური გამოყენების უნარი
  • კონფიდენციალობის დაცვის უნარი
  • პრეზენტაბელურობა

სადაზღვევო კომპანიის მიერ გამოცხადებულ წინამდებარე ვაკანსიაზე გამოხმაურების შემთხვევაში, თქვენ: ეთანხმებით, რომ სს "ნიუ ვიჟენ დაზღვევა" უფლებამოსილია, "პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ" საქართველოს კანონით დადგენილი წესით, დასაქმების მიზნით, მოცულობითა და ვადით დაამუშაოს თქვენგან მიღებული ინფორმაცია, მათ შორის, პერსონალური მონაცემები; ადასტურებთ, რომ იცით თქვენი უფლება, მიიღოთ ინფორმაცია სს "ნიუ ვიჟენ დაზღვევას" მიერ თქვენს შესახებ დამუშავებულ პერსონალურ მონაცემთა თაობაზე, ასევე, კანონით დადგენილი წესით, მოითხოვოთ მათი გასწორება, განახლება, დამატება, დაბლოკვა, წაშლა ან/და განადგურება; ანიჭებთ სს "ნიუ ვიჟენ დაზღვევას" უფლებას, თქვენი დასაქმების შესახებ უარყოფითი გადაწყვეტილების მიღების შემთხვევაში, თქვენგან მიღებული ინფორმაცია, მათ შორის, პერსონალური მონაცემები*, შეინახოს და დაამუშაოს მათი მიღებიდან 1 (ერთი) წლის განმავლობაში, დასაქმების შემდგომი შემოთავაზების მიზნით** .

* გარდა ნასამართლობასა და ჯანმრთელობის მდგომარეობასთან დაკავშირებული ინფორმაციისა (თუ ის მოთხოვნილი იყო), რაც განადგურდება თქვენი დასაქმების შესახებ დადებითი ან უარყოფითი გადაწყვეტილების მიღებისთანავე;

** 1 (ერთი) წლის განმავლობაში, სადაზღვევო კომპანიაში თქვენი დაუსაქმებლობის შემთხვევაში, ამ ვადის გასვლისთანავე, სრულად განადგურდება თქვენს შესახებ მატერიალური ან/და ელექტრონული ფორმით არსებული ყველა ინფორმაცია, მათ შორის, პერსონალური მონაცემები.

დაინტერესების შემთხვევაში, გთხოვთ, გადმოაგზავნოთ თქვენი რეზიუმე, შემდეგ ელ. მისამართზე: Vacancy@nvi.ge. სათაურის ველში (subject) აუცილებლად მიუთითეთ ვაკანსიის დასახელება.

გისურვებთ წარმატებას!