გაყიდვების ჯგუფის უფროსი

New Vision Insurance
Sales
Tbilisi
Vacancy
08-10
08-11


"New Vision Insurance" აცხადებს ვაკანსიას გაყიდვების ჯგუფის უფროსის მენეჯერის პოზიციაზე:

დაქვემდებარება: გაყიდვების ცენტრის ხელმძღვანელი

სამუშაო განაკვეთი: სრული

ადგილმდებარეობა: თბილისი

სამუშაოს აღწერილობა: გაყიდვების ჯგუფის მართვა

ფუნქცია მოვალეობები:

  • გაყიდვების ჯგუფის შექმნა, სტრატეგიის შემუშავება; მათი მართვა და კონტროლი
  • სადაზღვევო ბაზრის შესწავლა და ანალიზი
  • პოტენციური კლიენტების მოძიება, მათი მოთხოვნების გამოვლენა და დაინტერესება
  • პოტენციურ კლიენტებთან შეხვედრა და პრეზენტაციების ჩატარება; სადაზღვევო პროდუქტების შეთავაზება
  • კლიენტებისათვის ხელშეკრულებით გათვალისწინებული პირობების გაცნობა და სადაზღვევო ხელშეკრულების გაფორმების უზრუნველყოფა
  • არსებულ კლიენტებთან მუდმივი კომუნიკაცია და მუშაობა მათთან ხელშეკრულების გაგრძელების მიზნით
  • კომპანიის მიერ დაგეგმილ აქციებში და ღონისძიებებში მონაწილეობა სადაზღვევო პროდუქტების გაყიდვის მიზნით
  • გაყიდვების მენეჯერების ჩართვის უზრუნველყოფა კომპანიის მიერ დაგეგმილ აქციებში და მათგან საბოლოო შედეგების მიღება და მიწოდება ცენტრის უფროსისათვის
  • კონკურენტი სადაზღვევო კომპანიების მუშაობის სტრატეგიის და პრინციპების შესწავლა
  • გაყიდვების ცენტრის უფროსთან ყოველდღიური ანგარიშის წარდგენა გაწეული სამუშაოს შესახებ

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

აუცილებელი:

  • სრული ან არასრული უმაღლესი განათლება
  • საოფისე კომპიუტერული პროგრამების ფლობა (MS OFFICE)
  • გაყიდვების ჯგუფის უფროსის პოზიციაზე მუშაობის გამოცდილება ფინანსურ სექტორში.

პიროვნული უნართვისებები:

  • ყურადღება დეტალების მიმართ
  • გუნდური მუშაობის უნარი
  • დროის ეფექტური გამოყენების უნარი
  • კონფიდენციალობის დაცვის უნარი
  • პრეზენტაბელურობა

სასურველი:

  • ინგლისური და რუსული ენების ცოდნა
  • სადაზღვევო კომპანიაში მუშაობის გამოცდილება

სადაზღვევო კომპანიის მიერ გამოცხადებულ წინამდებარე ვაკანსიაზე გამოხმაურების შემთხვევაში, თქვენ: ეთანხმებით, რომ სს "ნიუ ვიჟენ დაზღვევა" უფლებამოსილია, "პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ" საქართველოს კანონით დადგენილი წესით, დასაქმების მიზნით, მოცულობითა და ვადით დაამუშაოს თქვენგან მიღებული ინფორმაცია, მათ შორის, პერსონალური მონაცემები; ადასტურებთ, რომ იცით თქვენი უფლება, მიიღოთ ინფორმაცია სს "ნიუ ვიჟენ დაზღვევას" მიერ თქვენს შესახებ დამუშავებულ პერსონალურ მონაცემთა თაობაზე, ასევე, კანონით დადგენილი წესით, მოითხოვოთ მათი გასწორება, განახლება, დამატება, დაბლოკვა, წაშლა ან/და განადგურება; ანიჭებთ სს "ნიუ ვიჟენ დაზღვევას" უფლებას, თქვენი დასაქმების შესახებ უარყოფითი გადაწყვეტილების მიღების შემთხვევაში, თქვენგან მიღებული ინფორმაცია, მათ შორის, პერსონალური მონაცემები*, შეინახოს და დაამუშაოს მათი მიღებიდან 1 (ერთი) წლის განმავლობაში, დასაქმების შემდგომი შემოთავაზების მიზნით**.

* გარდა ნასამართლობასა და ჯანმრთელობის მდგომარეობასთან დაკავშირებული ინფორმაციისა (თუ ის მოთხოვნილი იყო), რაც განადგურდება თქვენი დასაქმების შესახებ დადებითი ან უარყოფითი გადაწყვეტილების მიღებისთანავე;

** 1 (ერთი) წლის განმავლობაში, სადაზღვევო კომპანიაში თქვენი დაუსაქმებლობის შემთხვევაში, ამ ვადის გასვლისთანავე, სრულად განადგურდება თქვენს შესახებ მატერიალური ან/და ელექტრონული ფორმით არსებული ყველა ინფორმაცია, მათ შორის, პერსონალური მონაცემები.

დაინტერესების შემთხვევაში, გთხოვთ, გადმოაგზავნოთ თქვენი რეზიუმე, შემდეგ ელ. მისამართზე: Vacancy@nvi.ge. სათაურის ველში (subject) აუცილებლად მიუთითეთ ვაკანსიის დასახელება.

გისურვებთ წარმატებას!