ადამიანური კაპიტალის განვითარების სპეციალისტი

ელთიბი
Human Resources
Tbilisi
Vacancy
13-10
13-11


კომპანია "ელთიბი" აცხადებს ვაკანსიას ადამიანური კაპიტალის განვითარების სპეციალისტის პოზიციაზე.

კომპანია "ელთიბი" წარმოადგენს მსოფლიოში ცნობილი ბრენდების ავეჯის მასალების და აქსესუარების ლიდერ იმპორტიორ კომპანიას. კომპანია "ელთიბის" აქვს საკუთარი მაღაზიები/მომსახურება და საქართველოს მასშტაბით დილერთა ფართო ქსელი, სადაც წარმოდგენილია მრავალფეროვანი და ხარისხიანი ასორტიმენტი. კომპანია ორიენტირებულია კლიენტებისთვის მაღალი ხარისხის მომსახურების შეთავაზებაზე.

სამუშაო გრაფიკი: 5 დღე, 09:15-დან 18:15 საათამდე.

ფუნქცია-მოვალეობები:

  • ადამიანური რესურსების მართვასთან დაკავშირებული დოკუმენტების მომზადება/განახლებაში მონაწილეობის მიღება
  • თანამშრომელთა რეკრუტინგის პროცესში მონაწილეობის მიღება
  • საკადრო ადმინისტრირება
  • თანამშრომელთა შეფასებისა და მოტივაციის სისტემების ადმინისტრირებაში მონაწილეობის მიღება
  • თანამშრომელთა სწავლება/განვითარების დაგეგმვა-განხორციელებაში მონაწილეობის მიღება
  • კომპეტენციის ფარგლებში, სხვა სამუშაოების შესრულება.

განათლება/გამოცდილება:

  • უმაღლესი განათლება;
  • აუცილებელია გამოცდილება მსგავს პოზიციაზე.

კომპეტენციები/ცოდნა/უნარები:

  • შედეგზე ორიენტირება
  • ურთიერთობების მართვა
  • ეფექტური კომუნიკაციის უნარი
  • პასუხისმგებლიანობა
  • დროის მართვის უნარი
  • MS Office-ის ცოდნა
  • 1C-ERP პროგრამის ცოდნა.

კონკურსის ეტაპები:

  • განაცხადების გადარჩევა;
  • გასაუბრება.

საკონკურსო პირობები:

დაინტერესებულ პირებს გთხოვთ, გამოაგზავნოთ თქვენი რეზიუმე (CV) ქართულ ენაზე, შემდეგ ელექტრონულ მისამართზე: vacancy@ltb.ge და სათაურში (subject) მიუთითოთ ვაკანსიის დასახელება - "ადამიანური კაპიტალის განვითარების სპეციალისტი".

დაკავშირება მოხდება მხოლოდ შერჩეულ კანდიდატებთან.

თქვენ მიერ გაგზავნილი რეზიუმე, "პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ" საქართველოს კანონის შესაბამისად, შესაძლოა, შეიცავდეს პერსონალურ მონაცემებს, მათ შორის განსაკუთრებული კატეგორიის მონაცემებსაც. გაცნობებთ, რომ თქვენი პერსონალური მონაცემები კომპანია "ელთიბის" მხრიდან დამუშავდება თქვენთან სახელშეკრულებო, მათ შორის შრომითი ურთიერთობის დამყარების შესახებ გადაწყვეტილების მიღების მიზნებისათვის. ასევე, თქვენ მიერ გამოგზავნილი რეზიუმე შესაძლოა არ იქნეს განხილული მოცემულ ვაკანსიაზე, ვაკანსიის მოთხოვნებიდან გამომდინარე ან გადავიდეს რეზერვში სხვა რელევანტურ ვაკანსიაზე.

გისურვებთ წარმატებას.