მერჩენდაიზერი

ავერსი ფარმა
Merchandising
ქუთაისი
Vacancy
13-10
13-11


შპს "ავერსი-ფარმა" აცხადებს ვაკანსიას მერჩენდაიზერის პოზიციაზე ქ. ქუთაისში (სამუშაო რეგიონებია: იმერეთი, აჭარა, გურია).

ძირითადი მოვალეობები:

  • თითოეული აფთიაქისთვის მერჩანდაიზინგის პროგრამის შემუშავება: პროდუქციისა და სარეკლამო მასალების განთავსების წესების განსაზღვრა;
  • აფთიაქების რეგულარული მონიტორინგი, მერჩანდაიზინგის წესების დაცვის კონტროლი;
  • აფთიაქებში მიმდინარე სარეკლამო აქციების ჩატარებაში მონაწილეობის მიღება;

კვალიფიკაცია და მოთხოვნები:

  • უმაღლესი განათლება (სასურველია მარკეტინგის სფეროში);
  • აღნიშნულ პოზიციაზე მუშაობის მინიმუმ 2 წლიანი გამოცდილება;
  • ინგლისური და რუსული ენების სრულყოფილი ფლობა;
  • კომპიუტერული საოფისე პროგრამების ფლობა;
  • ეფექტური ვერბალური და არავერბალური კომუნიკაციის უნარი;
  • სისწრაფე, ოპერატიულობა, ინიციატივიანობა, სხარტი აზროვნების უნარი;
  • შედეგზე ორიენტაცია;
  • პასუხისმგებლობის გრძნობა;

დაინტერესებულ პირებს გთხოვთ, გამოაგზავნოთ CV ელექტრონული ფოსტით, მისამართზე: vacancy@aversi.ge (გთხოვთ, ელფოსტის სათაურში(subject) მიუთითოთ ვაკანსიის დასახელება; წინააღმდეგ შემთხვევაში, განაცხადი არ განიხილება)

ასევე შეგიძლიათ წარმოადგინოთ შემდეგი საბუთები მისამართზე: ქ. თბილისი, ა. ყაზბეგის 16, 11.00 სთ-დან 15.00 სთ-მდე:

  • ფოტოსურათი 3x4 - 1ც.;
  • დიპლომის ასლი;
  • პირადობის მოწმობის ასლი;
  • სარეკომენდაციო წერილები

ტელ: 2 506 506 (შიდა ნომერი 1575); 2 910238

განაცხადის შემოტანის ბოლო ვადა: 28 ოქტომბერი 2020 წ.

შენიშვნა: წინამდებარე ვაკანსიისათვის პირის მიერ CV-ს წარდგენა, გულისხმობს პირის მიერ პერსონალური მონაცემების დამსაქმებელისათვის გადაცემას და თანხმობის გაცხადებას აღნიშნული მონაცემების დამუშავების თაობაზე. CV-ში მოცემული პერსონალური მონაცემები დამსაქმებლის მიერ დამუშავებულ/შენახულ იქნება მხოლოდ გამოცხადებული ვაკანსიისათვის კანდიდატის შერჩევის მიზნით, შესასრულებელ სამუშაოსთან კანდიდატის შესაბამისობის დადგენის მიზნით, შესაძლო შრომითი ურთიერთობის წარმოშობის მიზნით, შრომითი ურთიერთობის მთელი პერიოდის განმავლობაში, ასევე შრომითი ურთიერთობიდან გამომდინარე. დამსაქმებლის მხრიდან, ზემოთ აღნიშნული მიზნებისათვის, პერსონალური მონაცემების დამუშავება განხორციელდება მხოლოდ შესაბამისი უფლებამოსილების მქონე პირთა/თანამშრომელთა მიერ. კანდიდატის პერსონალური მონაცემების დამუშავება განხორციელდება 2 თვის ვადით, ელექტრონული ან/და ამობეჭდილი სახით.