სააფთიაქო ქსელის ფართების შერჩევისა და მონიტორინგის მენეჯერი

ავერსი ფარმა
Medical
Tbilisi
Vacancy
14-10
14-11


შპს "ავერსი-ფარმა" აცხადებს ვაკანსიას სააფთიაქო ქსელის ფართების შერჩევისა და მონიტორინგის მენეჯერის პოზიციაზე.

ძირითადი ფუნქცია-მოვალეობები:

  •  უძრავი ქონების ბაზრის ანალიზი
  •  თბილისსა და რეგიონებში ასათვისებელი ყველა უბნის შესწავლა და თითოეულ ადგილმდებარეობაზე ავერსი-ფარმას აფთიაქის გახსნისა და წარმატებული ოპერირების პოტენციალის შეფასება.

ფართის პოტენციალის შეფასება შემდეგი ფაქტორების გათვალისწინებით:

  •  უბნის დემოგრაფიული მაჩვენებლები (მჭიდროდ დასახლებული);
  •  სხვა ბიზნესის/დაწესებულებების სიახლოვე
  • (სამკურნალო დაწესებულებები/მეტრო სადგურები/სავაჭრო ცენტრები, ჰიპერმარკეტები/ბენზინ გასამართი სადგურები და ა.შ);
  •  კონკურენციის სიახლოვე;
  •  საფეხმავლო მოძრაობა;
  •  ხელმისაწვდომობა;
  •  ავტომობილის პარკირების შესაძლებლობა;

კომპანიისთვის საინტერესო, ფართების მოძიება და შერჩევა (იჯარა/შესყიდვა) კომპანიის ინტერესების დაცვით "საუკეთესო ადგილი", "საუკეთესო ფასი":

  •  უძრავი ქონების სააგენტოს ვებ-გვერდზე;
  •  უძრავი ქონების სააგენტოებთან თანამშრომლობის გზით;
  •  სამშენებლო კომპანიებთან თანამშრომლობის გზით;
  •  ჰიპერმარკეტების/სუპერმარკეტებისა და სავაჭრო ცენტრების/მოლების ხელმძღვანელობასთან თანამშრომლობის გზით;
  •  კომპანიაში შემოსული წინადადებების განხილვის გზით;

ახალი ფართის შერჩევისთვის საჭირო დოკუმენტაციის მომზადება:

  •  ქალაქის ან უბნის გენერალური გეგმა ქუჩების, გაჩერებების, სამედიცინო დაწესებულებებისა და საზოგადოებრივი შეკრების ადგილების ჩვენებით;
  •  მიწის ნაკვეთის და/ან შენობის რამდენიმე ფოტოსურათი სხვადასხვა პროექციაში;
  •  შენობის და სავაჭრო დარბაზის ფართობი;
  •  ფართის გაქირავების ან გაყიდვის პირობები და ფასი;

მოლაპარაკებების წარმოება ფართების მეპატრონეებთან:

  •  ​ავერსი-ფარმას აფთიაქების ფართების მეპატრონეებთან ურთიერთობა და საიჯარო პირობების გაუმჯობესება;
  •  ახალი ფართების მეპატრონეებთან მოლაპარაკების წარმოება;

კომპანიის მფლობელობაში არსებული უძრავი ქონების გაქირავება/გაყიდვის ხელშეწყობა:

  • გასაყიდი ან გასაქირავებელი უძრავი ქონების შესახებ ინფორმაციის განთავსება სააგენტოების ვებ-გვერდზე;
  • ბაზარზე არსებული ყველა, სხვა სააფთიაქო ქსელის ოპერირების არეალის შესწავლა/ანალიზი:
  • თბილისსა და რეგიონებში (თითოეული ლოკაციის, უბნისა და არეალის შესწავლის გზით) სხვა სააფთიაქო ქსელის ოპერირების არეალის დეტალური მონახაზის გაკეთება;
  • სხვადასხვა უბნებში არსებული ობიექტების მომხმარებელთა რაოდენობის შესახებ ზოგადი მონაცემების შეგროვება და ანალიზი;
  • საიჯარო ხელშეკრულებების შესწავლა;
  • ადგილმდებარეობის, მომხმარებლების და უბნის შესწავლის ანგარიშისა და ანალიზის წარდგენა ხელმძღვანელისთვის.

აუცილებელი საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

  •  უმაღლესი განათლება - ბიზნეს ადმინისტრირება,
  •  მსგავს პოზიციაზე, ასევე უძრავი ქონების აგენტის პოზიციაზე ან მსგავსი შინაარსის პროექტების მართვაში - მინ 2 წლიანი გამოცდილება;
  •  ინგლისური ენის ცოდნა B2 დონეზე;
  •  ბრწყინვალე ანალიტიკური უნარი;
  •  ბრწყინვალე პრიორიტეტების განსაზღვრის, ორგანიზებისა და პროექტის მართვის უნარები;
  •  ბრწყინვალე წერითი და ვერბალური კომუნიკაციის უნარი;
  •  ბრწყინვალე მოლაპარაკებების უნარი;

დაინტერესებულ პირებს გთხოვთ, გამოაგზავნოთ CV ელექტრონული ფოსტით, მისამართზე: Nata.Javakhishvili@aversi.ge. გთხოვთ, ელფოსტის სათაურში(subject) მიუთითოთ ვაკანსიის დასახელება; წინააღმდეგ შემთხვევაში, განაცხადი არ განიხილება).

განაცხადის შემოტანის ბოლო ვადა: 20.10.2020 წ.

შენიშვნა: წინამდებარე ვაკანსიისათვის პირის მიერ CV-ს წარდგენა, გულისხმობს პირის მიერ პერსონალური მონაცემების დამსაქმებელისათვის გადაცემას და თანხმობის გაცხადებას აღნიშნული მონაცემების დამუშავების თაობაზე. CV-ში მოცემული პერსონალური მონაცემები დამსაქმებელის მიერ დამუშავებულ/შენახულ იქნება მხოლოდ გამოცხადებული ვაკანსიისათვის კანდიდატის შერჩევის მიზნით, შესასრულებელ სამუშაოსთან კანდიდატის შესაბამისობის დადგენის მიზნით, შესაძლო შრომითი ურთიერთობის წარმოშობის მიზნით, შრომითი ურთიერთობის მთელი პერიოდის განმავლობაში, ასევე შრომითი ურთიერთობიდან გამომდინარე. დამსაქმებლის მხრიდან, ზემოთ აღნიშნული მიზნებისათვის, პერსონალური მონაცემების დამუშავება განხორციელდება მხოლოდ შესაბამისი უფლებამოსილების მქონე პირთა/თანამშრომელთა მიერ. კანდიდატის პერსონალური მონაცემების დამუშავება განხორციელდება 2 Tvის ვადით, ელექტრონული ან/და ამობეჭდილი სახით.