რეგისტრაციის და მარეგულირებელთან ურთ. თანამშრომელი

ფარმაცევტული კომპანია GMP
Medical
Tbilisi
Vacancy
14-10
14-11


ფარმაცევტული კომპანია "ჯი-ემ-პი" აცხადებს ვაკანსიას რეგისტრაციის და მარეგულირებელთან ურთიერთობის განყოფილების თანამშრომლის პოზიციაზე

ძირითადი მოვალეობები:

საქართველოსა და საექსპორტო ქვეყნებში კომპანიის მიერ წარმოებული და კონტრაქტით წარმოებული სამკურნალო საშუალებების რეგისტრაციის/ხელახალი რეგისტრაციის/ ცვლილებების რეგისტრაციისთვის კანონით განსაზღვრული მოთხოვნების შესაბამისი დოსიეების მომზადება, მათი წარდგენა მარეგულირებელ ორგანოში და აღნიშნულთან დაკავშირებული პროცესების მართვა;

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

  • უმაღლესი სამედიცინო/ფარმაცევტული განათლება;
  • საოფისე კომპიუტერული პროგრამების სრულყოფილი ცოდნა;
  • ქართული ენის აკადემიურ დონეზე ცოდნა;
  • რუსული და ინგლისური ენის სრულყოფილი ცოდნა;
  • კარგად ერკვეოდეს და ფლობდეს ინფორმაციას საქართველოს, დსთ-ს და ევროპის ქვეყნების სამკურნალო საშუალებების მიმოქცევისა და რეგისტრაციის მარეგულირებელი საკანონმდებლო ბაზის შესახებ;
  • დოკუმენტაციასთან მუშაობის გამოცდილება;
  • ორგანიზებული მოქმედება დადგენილი ინსტრუქციების შესაბამისად, შესრულებული სამუშაოს დოკუმენტირების უნარი;
  • რეგისტრაციის/მარეგულირებელთან ურთიერთობის განყოფილებაში მუშაობის მინიმუმ 3 წლიანი გამოცდილება.

პიროვნული თვისებები და უნარები:

  • აკურატულობა და პუნქტუალობა;
  • კრიტიკული/ ანალიტიკური/ლოგიკური აზროვნების უნარი;
  • პედანტიზმი და საქმისადმი სკრუპულოზური დამოკიდებულება;
  • ორგანიზებულობა;
  • მაღალი პასუხისმგებლობის გრძნობა;
  • საქმიანი მიმოწერის ეთიკა და კულტურა;
  • დროის ეფექტური მართვა;
  • დაძაბულ რეჟიმში მუშაობის უნარი.

დაინტერესებულმა პირებმა გთხოვთ, გამოგზავნოთ:

  • CV
  • კვალიფიკაციის დამადასტურებელი დოკუმენტები (დიპლომის ასლი, სერტიფიკატები და ა.შ);

მისამართზე: vacancy@gmpgeo.com და გთხოვთ, საგანში (subject) მიუთითოთ იმ ვაკანსიის დასახელება, რომელზეც შემოგაქვთ საბუთები.

განაცხადები მიიღება 2020 წლის 30 ოქტომბრამდე.