დასუფთავების თანამშრომელი

სასტუმრო ყვარლის ტბა
Restaurant/Food
kvareli
Vacancy
14-10
14-11


სასტუმრო "ყვარლის ტბა" აცხადებს ვაკანსიას დასუფთავების თანამშრომლის პოზიციაზე.

დეპარტამენტი: დასუფთავების დეპარტამენტი

ანგარიშვალდებულება: დასუფთავების ცვლის უფროსი/ზედამხედველი

პოზიციის აღწერა:

დაასუფთავოს სასტუმროს ოთახები და საზოგადეობროვი ადგილები ზედამხედველი მიერ მიცემული დავალების მიხედვით. უზრუნველყოს სისუფთავე ოთახებში, სააბაზანოებში, დერეფნებსა და ღია სივრცეებში, სასტუმროს ყველა სტანდარტისა და დროითი ჩარჩოების დაცვით.

ძირითადი მოვალეობები:

  • ჩაიბაროს დასასუფთავებელი ოთახის გასაღები, სამუშაო პროცესის დაწყებამდე, ყველა პროცედურის დაცვით და უზრუნველყოს გასაღებების დროულად ჩაბარება;
  • ​დაასუფთაოს სტუმრის ნომრები სასტუმროში არსებული სტანდარტების მიხედვით;
  • უზრუნველყოს სამუშაო ტერიტორიის სისუფთავე და წესრიგი სამუშაო დღის განმავლობაში;
  • შეასრულოს ზედამხედველისგან მიღებული მითითებები და დავალებები;
  • სამუშაო ცვლის განმავლობაში გადაამოწმოს ინფორმაცია დაგეგმილ საბანკეტო ღონისძიებებზე და უზრუნველყოს სისუფთავე ღონისძიების ჩატარების ლოკაციაზე;
  • დაასუფთაოს და მოაწესრიგოს დარბაზები;
  • უზრუნველყოს მუდმივი სისუფთავე და წესრიგი საპირფარეშოებში;
  • უზრუნველყოს სასტუმროს თანამშრომლებისთვის განკუთვნილი სივრცეების სისუფთავე;
  • შეასრულოს ყოველთვიურ გეგმაში გაწერილი სამუშაოები;
  • დარწმუნდეს რომ იატაკი, ავეჯი და ლიფტი არის მუდმივად მოწესრიგებული და სუფთა;
  • უზრუნველყოს სტუმრების განსაკუთრებული თხოვნების გათვალისწინება;
  • შეინარჩუნოს რეგულარული კომუნიკაცია ცვლის უფროსთან და მოახსენოს ცვლის განმავლობაში შესრულებული სამუშაოს, ცვლილებების და სხვა დეტალების შესახებ ინფორმაცია;
  • უზრუნველყოს საჭირო ხსნარები და ინვენტარი მომდევნო ცვლის თანამშრომლებისთვის;
  • გაუფრთხილდეს სამუშაო ინვენტარს;
  • აღჭურვილობის კარგ მდგომარეობაში შენახვის უზრუნველყოფა და ნებისმიერი ხარვეზის აღმოჩენის შემთხვევაში დასუფთავების დეპარტამენტის ზედამხედველის/ ცვლის უფროსის შეტყობინება.

საჭირო უნარები და კომპეტენციები:

  • სამუშაო გამოცდილება დასუფთავების სფეროში ჩაითვლება უპირატესობად;
  • რამდენიმე ამოცანის ერთდროულად შესრულების უნარი;
  • კარგი საკომუნიკაციო უნარები;
  • ფიზიკური გამძლეობა;
  • მოწესრიგებულობა;
  • გუნდური მუშაობის უნარი.
  • დეტალებზე ორიენტირებულობა;
  • მაღალი პასუხიმგებლობის გრძნობა;
  • კომპანიის ღირებულებებისა და პრინციპებისადმი ერთგულება.

დაინტერესებულმა პირებმა, გთხოვთ, გამოაგზავნოთ თქვენი რეზიუმე სურათთან ერთად 12 ნოემბრამდე, შემდეგ ელექტრონულ მისამართზე: hr@kvarelilake.ge ან დარეკეთ ნომერზე: 577 346 047

სათაურის ველში, გთხოვთ, მიუთითოთ პოზიციის დასახელება, წინააღმდეგ შემთხვევაში თქვენი რეზიუმე არ განიხილება.