სატელეფონო ცენტრის ოპერატორი

ნიუ ჰოსპიტალსი
Call center operator
Tbilisi
Vacancy
21-10
21-11


მრავალპროფილური, მაღალტექნოლოგიური კლინიკა "ნიუ ჰოსპიტალს"-ი აცხადებს ვაკანსიას სატელეფონო ცენტრის ოპერატორის თანამდებობაზე. ჩვენ ვეძებთ მაღალკვალიფიციური გუნდის ღირსეულ წევრს.

სამუშაო გრაფიკი: სრული შტატი

ადგილმდებარეობა: თბილისი, ორთაჭალა, კრწანისის ქ. #12

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

  • უმაღლესი განათლება - სამედიცინო მიმართულება ჩაითვლება უპირატესობად;
  • რუსული და ინგლისური ენების ცოდნა (სატელეფონო კომუნიკაციის დონეზე);
  • საოფისე პროგრამების ცოდნა.

ძირითადი ფუნქციები:

  • ჰოსპიტალსის ცხელ ხაზზე შემოსული ზარების პასუხი, სტანდარტების მიხედვით;
  • პაციენტებისათვის ინფორმაციის მიწოდება;
  • გამავალი ზარების განხორციელება;
  • პაციენტების ჩაწერა ექიმებთან.

პიროვნული თვისებები:

  • ეფექტური ვერბალური კომუნიკაციის უნარი;
  • გამართული მეტყველება;
  • პუნქტუალურობა;
  • დროის ეფექტური მართვის უნარი;
  • პასუხისმგებლობის გრძნობა;
  • გუნდური მუშაობის უნარი.
  • კონფლიქტური სიტუაციების მართვის უნარი.

დაინტერესებულ პირებს გთხოვთ, მოგვაწოდოთ თქვენი რეზუმე (СV) 15.11.2020-მდე ელ. მისამართზე vacancy@newhospitals.ge და გთხოვთ, ელფოსტის სათაურის ველში (subject) მიუთითოთ ვაკანსიის დასახელება, რომელზეც შემოგაქვთ განაცხადი. თქვენს მიერ გაგზავნილი პერსონალური მონაცემები დაექვემდებარება დამუშავებასა და შენახვას საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესის შესაბამისად.