მარკეტინგის მენეჯერი

ნეოფარმი
Marketing/Advertising/PR
Tbilisi
Vacancy
22-10
22-11


კომპანია "ნეოფარმი" აცხადებს ვაკანსიას მარკეტინგის მენეჯერის პოზიციაზე.

სამუშაო ადგილი: თბილისი, დ. აღმაშენებლის ხეივანი მე-12 კმ.

სამუშაო გრაფიკი: ორშაბათი-პარასკევი 09:30-18:00; შაბათი 09:30-16:00

ანაზღაურება: შეთანხმებით

ფუნქცია-მოვალეობები:

  • ბაზრის კვლევის წარმოება და ბაზარზე არსებული მოთხოვნების/გამოწვევების შესწავლა, აქტუალური საბაზრო ტენდენციების ანალიზი;
  • გამოწვევებისა და შესაძლებლობების დადგენა და ანგარიშგება;
  • ბრენდის/პროდუქტების მარკეტინგული სტრატეგიის განსაზღვრა;
  • ბრენდის ეფექტური წარმოჩენის მიზნით მარკეტინგული ღონისძიებების დაგეგმვა, იდეების შემუშავება;
  • გაყიდვების დინამიკაზე დაკვირვებით, შესაბამისი ანგარიშგების წარმოება, აქციების დაგეგმვა;
  • კომპანიის სტრატეგიული მარკეტინგული გეგმის განხორციელება და კონტროლი;
  • სოციალური მედიის და ვებ-გვერდის მენეჯმენტი, განვითარებაზე ზრუნვა;
  • კომპანიის PR სტრატეგიის შემუშავება;
  • მერჩენდაიზინგის კონცეფციის დაგეგმვა.

ძირითადი მოთხოვნები:

  • უმაღლესი განათლება (სასურველია, მარკეტინგის მიმართულებით);
  • მარკეტინგის სფეროში მუშაობის მინიმუმ 2 წლიანი გამოცდილება;
  • ინგლისური და რუსული ენების ცოდნა;
  • MS Office პროგრამების გამართულად ცოდნა.

პიროვნული მახასიათებლები:

  • შემოქმედებითი აზროვნება;
  • ანალიტიკური აზროვნების უნარი;
  • პრეზენტაციების მომზადებისა და ეფექტურად წარდგენის უნარი;
  • დროის მართვის უნარი;
  • გუნდურად მუშაობის უნარი.

დაინტერესებულ კანდიდატებს გთხოვთ, გამოგვიგზავნოთ თქვენი რეზიუმე ელექტრონული ფოსტის მისამართზე: hr@neopharmi.ge და სათაურის ველში მიუთითოთ პოზიციის დასახელება - "მარკეტინგის მენეჯერი", წინააღმდეგ შემთხვევაში თქვენი რეზიუმე არ განიხილება.

"ნეოფარმი" გისურვებთ წარმატებას!