იურისტის თანაშემწე

ავერსი ფარმა
Legal
Tbilisi
Vacancy
22-10
22-11


შპს "ავერსი-ფარმა" აცხადებს ვაკანსიას იურისტის თანაშემწის პოზიციაზე.

კვალიფიკაცია და მოთხოვნები:

  • უმაღლესი იურიდიული განათლება;
  • სასურველია კომპანიაში იურისტად/იურისტის თანაშემწედ მუშაობის 1 წლიანი გამოცდილება;
  • ადმინისტრაციული და სამოქალაქო კანონმდებლობის ცოდნა;
  • იურიდიულ დოკუმენტაციასთან მუშაობის გამოცდილება;
  • ადვოკატთა საკვალიფიკაციო გამოცდის (სამოქალაქო და ადმინისტრაციული სამართალი) ჩაბარების დამადასტურებელი სერთიფიკატის ფლობა ჩაითვლება უპირატესობად;
  • ინგლისური და რუსული ენების სრულყოფილი ცოდნა;
  • საოფისე პროგრამების ცოდნა;
  • კომუნიკაბელურობა, ანალიტიკური აზროვნების უნარი, დამოუკიდებლობა;
  • პუნქტუალურობა, ორგანიზებულობა, მიზანდასახულობა, თვითგანვითარებისაკენ სწრაფვა.

დაინტერესებულ პირებს გთხოვთ, გამოგზავნოთ CV ელექტრონული ფოსტით მისამართზე vacancy@aversi.ge ან წარმოადგინოთ საბუთები 11.00 სთ-დან 15.00 სთ-მდე.

  • ფოტოსურათი 3X4 1ც.
  • დიპლომის ასლი
  • პირადობის მოწმობის ასლი
  • სარეკომენდაციო წერილები

მისამართზე:

  • ქ. თბილისი, ა. ყაზბეგის 16;
  • ტელ: 2 506 506 (შიდა ნომერი 1575);
  • განაცხადის შემოტანის ბოლო ვადა: 4 ნოემბერი 2020 წ.

გთხოვთ, წერილის სათაურში მიუთითოთ ვაკანსიის დასახელება და სასურველი რეგიონი. წინააღმდეგ შემთხვევაში, განაცხადი არ განიხილება

შენიშვნა: წინამდებარე ვაკანსიისათვის პირის მიერ CV-ს წარდგენა, გულისხმობს პირის მიერ პერსონალური მონაცემების დამსაქმებელისათვის გადაცემას და თანხმობის გაცხადებას აღნიშნული მონაცემების დამუშავების თაობაზე. CV-ში მოცემული პერსონალური მონაცემები დამსაქმებელის მიერ დამუშავებულ/შენახულ იქნება მხოლოდ გამოცხადებული ვაკანსიისათვის კანდიდატის შერჩევის მიზნით, შესასრულებელ სამუშაოსთან კანდიდატის შესაბამისობის დადგენის მიზნით, შესაძლო შრომითი ურთიერთობის წარმოშობის მიზნით, შრომითი ურთიერთობის მთელი პერიოდის განმავლობაში, ასევე შრომითი ურთიერთობიდან გამომდინარე. დამსაქმებლის მხრიდან, ზემოთ აღნიშნული მიზნებისათვის, პერსონალური მონაცემების დამუშავება განხორციელდება მხოლოდ შესაბამისი უფლებამოსილების მქონე პირთა/თანამშრომელთა მიერ. კანდიდატის პერსონალური მონაცემების დამუშავება განხორციელდება 2 თვის ვადით, ელექტრონული ან/და ამობეჭდილი სახით.