მიწოდების დაგეგმარების უმცროსი სპეციალისტი

ენგადი
Distribution
Tbilisi
Vacancy
23-10
23-11


სს "მარგებელი ჰოლდინგში" შემავალი სადისტრიბუციო კომპანია "ენგადი" აცხადებს ვაკანსიას მიწოდების დაგეგმარების უმცროსი სპეციალისტის თანამდებობაზე.

სამუშაოს ადგილმდებარეობა: თბილისი

ანაზღაურება: ფიქსირებული ხელფასი, ჯანმრთელობის დაზღვევა

ძირითადი მოვალეობები:

  • სისტემაში ფორმირებული შეკვეთების დამუშავება და მათი სატრანსპორტო საშუალებებზე განაწილების სქემის შემუშავება
  • სადისტრიბუციო არეალისა (მისამართების) და შეკვეთების გათვალისწინებით ოპტიმალური მარშუტების ფორმირება
  • მარშუტიზაციის სქემების შემუშავება/განახლება, რათა მოხდეს შეკვეთების დროულად და ნაკლები დანახარჯებით მიწოდება
  • ეფექტური მარშუტიზაციის პროცესის უზრუნველსაყოფად, საჭიროებების იდენტიფიცირება და ინიციატივის მომზადება უშუალო ხელმძღვანელისთვის;
  • ყოველდღიური მარშუტების შესახებ მონაცემების შენახვა და შედეგების რეპორტინგი
  • სეზონის გათვალისწინებით, განახლებადი მარშუტების ფორმირება;
  • მიწოდების სამსახურის თანამშრომლებთან ან/და სუპერვაიზერთან კომუნიკაცია მარშუტის ფორმირებისთვის საჭირო ინფორმაციის მიღების მიზნით (რათა მოხდეს მიწოდების თანამშრომლებისა და მარშუტების ოპტიმალური შესაბამისობის უზრუნველყოფა);
  • ეფექტური საქმიანი კომუნიკაციის დამყარება და შენარჩუნება მიწოდების და გაყიდვების თანამშრომლებთან ბიზნესის საჭიროებების მაქსიმალურად დაკმაყოფილების მიზნით;
  • სხვადასხვა სახის რეგულარული რეპორტების მომზადება

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

  • უმაღლესი განათლება (სავალდებულო)
  • იგივე ან მსგავს პოზიციაზე მუშაობის მინიმუმ 2 წლიანი გამოცდილება
  • MS Office
  • საოპერაციო სისტემების (სასურველია 1C) ცოდნა
  • საავტომობილო გზების/წესების შესახებ მყარი ცოდნა

უნარები/პიროვნული კომპეტენციები:

  • გადაწყვეტილებების მიღების უნარი
  • ზეპირი და წერილობითი კომუნიკაციის უნარი
  • დეტალებზე ორიენტირებული
  • შეზღუდულ ვადებში/ დაძაბულ რეჟიმში მუშაობის უნარი

ვაკანსიით დაინტერესებულ კანდიდატებს შეგიძლიათ გამოგზავნოთ თქვენი რეზიუმე (CV) ჩვენს ელ.ფოსტაზე: HR@engadi.ge და გთხოვთ, სათაურის ველში (subject) აუცილებლად მიუთითოთ იმ ვაკანსიის დასახელება რომელზეც შემოგაქვთ განაცხადი და სამუშაოს ადგილმდებარეობა.

სს "მარგებელი ჰოლდინგი" მადლობას გიხდით ვაკანტური თანამდებობით დაინტერესებისათვის და გისურვებთ წარმატებას!

სს "მარგებელ ჰოლდინგში" თქვენს მიერ გაგზავნილი რეზიუმე "პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ" საქართველოს კანონის შესაბამისად, შესაძლოა შეიცავდეს პერსონალურ მონაცემებს, მათ შორის განსაკუთრებული კატეგორიის მონაცემებსაც. გაცნობებთ, რომ თქვენი პერსონალური მონაცემები სს "მარგებელი ჰოლდინგის" მიერ დამუშავდება თქვენთან სახელშეკრულებო, მათ შორის შრომითი ურთიერთობის დამყარების შესახებ გადაწყვეტილების მიღების მიზნებისთვის. ასევე, თქვენს მიერ გამოგზავნილი რეზიუმე შესაძლოა არ იქნას განხილული მოცემულ ვაკანსიაზე, ვაკანსიის მოთხოვნებიდან გამომდინარე, ან დარეზერვებულ იქნას სხვა რელევანტურ ვაკანსიაზე. იმ შემთხვევაში თუ ეთანხმებით ზემოთ აღნიშნულს, გთხოვთ გამოგვიგზავნოთ თქვენი რეზიუმე.