ინფრასტრუქტურის განყოფილების სპეციალისტი

იმპექსფარმი
Pharmacy
Tbilisi
Vacancy
28-10
28-11


სააფთიაქო ქსელი  იმპექსი  აცხადებს  ინფრასტრუქტურის განყოფილების სპეციალისტის  ვაკანსიას თბილისში.

ძირითადი   ფუნქცია  მოვალეობები:

  • ცენტრალურ ოფისსა და სააფთიაქო ქსელში საჭირო სამეურნეო- საკანცელარიო შეკვეთების საჭიროებისამებრ  დაკომპლექტება;
  • სამეურნეო- საკანცელარიო  მარაგების კონტროლი;
  • ობიექტებზე შეკვეთების დროული მიწოდების დაგეგმვა/მონიტორინგი;
  • შესრულებული სამუშაოს დეტალური ასახვა და უშუალო ხემძღვანელის ინფორმირება;

საკვალიფიკაციო  მოთხოვნები:

  • კომპიუტერული საოფისე პროგრამების ცოდნა;
  • პასუხისმგებლობის გრძნობა;
  • ეფექტური კომუნიკაციის უნარი;
  • გუნდური მუშაობის უნარი;
  • სტრესულ სიტუაციაში მუშაობის უნარი.

დაინტერესებულმა კანდიდატებმა გთხოვთ, გამოაგზავნოთ რეზიუმე (CV) შემდეგ ელ. ფოსტაზე: vacancy@myimpex.ge . გთხოვთ, წერილის სათაურში მიუთითოთ პოზიციის დასახელება.

გაცნობებთ, რომ შპს „იმპექსფარმი“ ახორციელებს კანდიდატის პერსონალური მონაცემების დამუშავებას, ვაკანსიაზე კანდიდატის შესაბამისობის დადგენის მიზნით, „პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონის მოთხოვნათა შესაბამისად. ინფორმაცია კანდიდატის შესახებ ინახება არაუმეტეს 6 წლის ვადით. იმ შემთხვევაში თუ არ გსურთ მონაცემთა შემდგომი დამუშავებ ან გსურთ მონაცემთა ცვლილება ან წაშლა, გთხოვთ მოგვმართოთ.

გისურვებთ წარმატებას!