პარაფარმაციის კონსულტანტი

იმპექსფარმი
Pharmacy
Tbilisi and Regions
Vacancy
28-10
28-11


სააფთიაქო ქსელი „იმპექსი“ აცხადებს ვაკანსიას პარაფარმაციის კონსულტანტის პოზიციაზე თბილისსა და რეგიონებში

ფუნქცია-მოვალეობები:

  • მომხმარებლისთვის მაღალხარისხიანი მომსახურეობის გაწევა;
  • საჭიროებისამებრ მომხმარებლისთვის პარაფარმაციული პროდუქციის ინსტრუქციის განმარტება/გატანა, მისი გამოყენების შეზღუდვებისა და შენახვის პირობების შესახებ ინფორმაციის მიწოდება;
  • სანიტარულ-ჰიგიენური წესრიგის დაცვა;
  • პროდუქციის თაროებზე განლაგება წინასწარ შედგენილი პრინციპების დაცვით;
  • რეალიზაციის პროცესში პრიორიტეტულ პარაფარმაციულ პროდუქციაზე, ყურადღების გამახვილება;
  • აფთიაქის ეფექტურობასა და მოგებაზე ზრუნვა (ქვითრის საშუალო ღირებულების ზრდა);
  • კონტროლის სამივე ეტაპზე (მიღება, გაცემა და შიდა აღწერები) პარაფარმაცევტული პროდუქციის ნაშთის მუდმივი კონტროლი.

ძირითადი მოთხოვნები:

  • სასურველია განათლება ფარმაცევტული მიმართულებით;
  • ანალოგიურ ან მსგავს პოზიციაზე მუშაობის გამოცდილება;
  • პასუხისმგებლობის გრძნობა;
  • სტრესულ სიტუაციაში მუშაობის უნარი.

სამუშაო საათები 09:00 – 23:00 სთ. (8 საათიანი მცოცავი სამუშაო გრაფიკი, კვირაში ერთი დღე დასვენება.)

დაინტერესებულმა კანდიდატებმა გთხოვთ გამოაგზავნოთ რეზუმე შემდეგ ელ. მისამართზე: vacancy@myimpex.ge წერილის სათაურში მიუთითეთ პოზიციის დასახელება.

გაცნობებთ, რომ შ.პ.ს. „იმპექსფარმი“ ახორციელებს კანდიდატის პერსონალური მონაცემების დამუშავებას, ვაკანსიაზე კანდიდატის შესაბამისობის დადგენის მიზნით, „პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონის მოთხოვნათა შესაბამისად.

ინფორმაცია კანდიდატის შესახებ ინახება არაუმეტეს 6 წლის ვადით. იმ შემთხვევაში თუ არ გსურთ მონაცემთა შემდგომი დამუშავებ ან გსურთ მონაცემთა ცვლილება ან წაშლა, გთხოვთ მოგვმართეთ.

გისურვებთ წარმატებებს!