მოლარე-ოპერატორი

IDS BORJOMI TBILISI
Sales
Batumi
Vacancy
03-11
03-12


სადისტრიბუციო კომპანია შპს „აი დი ეს ბორჯომი თბილისი“ აცხადებს ვაკანსიას მოლარე-ოპერატორის პოზიციაზე ქალაქ ბათუმში.

სამუშაო ადგილი: ქ. ბათუმი, ლეონიძის ქ. 5

სამუშაო გრაფიკი: სრული

ანაზღაურება: ფიქსირებული ხელფასი. დამატებითი ბენეფიტები: დაზღვევა, კორპორატიული ნომერი.

ძირითადი მოვალეობები:

  • Microsoft Dynamics AX 2012 პროგრამასთან მუშაობა
  • სალაროში შემოსული თანხების აღრიცხვა და კონტროლი
  • პირველადი საბუღალტრო დოკუმენტაციის დამუშავება
  • მონაცემების ფამუშავება
  • საგადასახასდო პორტალთან მუშაობა
  • დოკუმენტებთან მუშაობა
  • რეპორტინგი

კვალიფიკაცია:

  • Microsoft Dynamics AX 2012 დისტრიბუციის პროგრამის ცოდნა (სასურველია)
  • საოფისე პროგრამების ცოდნა, პრიორიტეტულია Excel-ის მაღალ დონეზე ცოდნა;
  • უმაღლესი განათლება;
  • სადისტრიბუციო კომპანიაში მუშაობის გამოცდილება
  • მინიმუმ 1 წლიანი სამუშაო გამოცდილება მსგავს პოზიციაზე;

ზოგადი მოთხოვნები და უნარები:

  • ინფორმაციის სწრაფად ათვისების უნარი
  • კომუნიკაბელური
  • პუნქტუალური;
  • ახალ გარემოსთან ადაპტაციის უნარი;
  • სტრესულ სიტუაციაში სწორი გადაწყვეტილების მიღების უნარი;

რეზიუმე შეგიძლიათ გამოგზავნით შემდეგ ელექტრონულ მისამართზე: tbs.work@ids-borjomi.com სათაურის ველში მიუთითეთ ვაკანსიის დასახელება - მოლარე-ოპერატორი ბათუმში.

გთხოვთ გაითვალისწინოთ, რომ შერჩევის შემდეგ ეტაპზე გადავლენ მხოლოდ ის კანდიდატები, ვისი მონაცემებიც მაქსიმალურად შეესაბამება ვაკანსიის მოთხოვნებს.

გისურვებთ წარმატებებს.

თქვენს მიერ გაგზავნილი რეზიუმე "პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ" საქართველოს კანონის შესაბამისად, შესაძლოა შეიცავდეს პერსონალურ მონაცემებს, მათ შორის განსაკუთრებული კატეგორიის მონაცემებსაც. გაცნობებთ, რომ თქვენი პერსონალური მონაცემები ჩვენი კომპანიის მხრიდან დამუშავდება თქვენთან სახელშეკრულებო, მათ შორის შრომითი ურთიერთობის დამყარების შესახებ გადაწყვეტილების მიღების მიზნებისათვის. სავაკანსიო მოთხოვნებიდან გამომდინარე თქვენს მიერ გამოგზავნილი რეზიუმე შესაძლოა არ იქნას განხილული მოცემულ ვაკანსიაზე, ან დარეზერვებული იქნას სხვა რელევანტური ვაკანსიისთვის. იმ შემთხვევაში, თუ ეთანხმებით ზემოთ აღნიშნულს, გთხოვთ, გამოგვიგზავნოთ თქვენი რეზიუმე.