ბარისტა

ნიკორა ტრეიდი
Barista
Tbilisi
Vacancy
03-11
03-12


სს „ნიკორა ტრეიდი“ - ბაზარზე მრავალრიცხოვანი ქსელით არის წარმოდგენილი, რომლის შემადგენლობაში შედის „ნიკორა სუპერმარკეტის“ და „ლიბრეს“ მაღაზიები. ამ ეტაპისათვის კომპანია ფლობს 300-ზე მეტ სავაჭრო ობიექტს საქართველოს მასშტაბით.

კომპანიის მთავარი მიზანია - განვითარება, გაფართოებისკენ მუდმივი სწრაფვა, სიახლეების ათვისება, სოციალური პასუხისმგებლობა, პარტნიორებთან გრძელვადიანი თანამშრომლობა და მომხმარებლის ერთგულების მოპოვება. ჩვენი გუნდი 5000-ზე მეტ თანამშრომელს აერთიანებს.

სს "ნიკორა ტრეიდი" აცხადებს ვაკანსიას ბარისტას პოზიციაზე კახეთის გზატკეცილზე.

ფუნქცია-მოვალეობები:

  • კომპანიაში არსებული მომსახურების სტანდარტების დაცვა;
  • პროდუქციის დახარისხება და კონტროლი სხვადასხვა მახასიათებლების მიხედვით;
  • პროცედურების სრული დაცვით სალარო ოპერაციების წარმოება;
  • ცივი და ცხელი სასმელების მომზადება.

პიროვნული თვისებები:

  • კომუნიკაბელურობა
  • პასუხისმგებლობის გრძნობა
  • გუნდური მუშაობის უნარი
  • შრომისმოყვარეობა

ჩვენ გთავაზობთ:

  • ანაზღაურებად სტაჟირებას;
  • კარიერული ზრდის შესაძლებლობას;

დაინტერესების შემთხვევაში გთხოვთ, გამოაგზავნოთ თქვენი რეზიუმე ელექტრონულ ფოსტაზე: skhutsishvili@nikoratrade.ge სათაურის ველში (subject) მიუთითოთ ვაკანსიის დასახელება ‘’ბარისტა" ან დაგვიკავშირდით ნომერზე +995 591 040 848

აღნიშნულ ვაკანსიაზე მონაცემების გაგზავნით ადასტურებთ, რომ თანახმა ხართ, კომპანიამ “პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონის ფარგლებში შეაგროვოს, დაამუშავოს და შეინახოს წარდგენილი ინფორმაცია (რეზიუმე) თქვენი დასაქმებისთვის საჭირო პროცედურების წარმართვის მიზნით. პერსონალური მონაცემები გამოყენებული იქნება მხოლოდ აღნიშნული მიზნისთვის და თქვენი თანხმობის გარეშე არ გადაეცემა მესამე პირს. კომპანიის შესახებ დამატებითი ინფორმაციისათვის ეწვიეთ ჩვენს გვერდს http://nikora.ge/

გისურვებთ წარმატებას!