გაყიდვების მენეჯერი

ოფის 1
Sales
ვაკე-საბურთალოს რაიონი
Vacancy
04-11
04-12
850 - 1200


"ოფის 1" აცხადებს ვაკანსიას გაყიდვების მენეჯერის თანამდებობაზე საბურთალოზე და დიდ დიღომში.

კანდიდატების არჩევა მოხდება გასაუბრებისა და ტესტირების საფუძველზე.

ხელფასი: 850 - 1200 -მდე

ვალდებულებები:

  • გაყიდვების ორგანიზება და მართვა;
  • დამკვეთებთან მოლაპარაკების წარმოება;
  • შეკვეთების მიღება და ორგანიზება;

აუცილებელი მოთხოვნა:

  • დახვეწილი მეტყველება;
  • საოფისე პროგრამა-ექსელის ცოდნა(სასურველია);
  • ერთ ადგილზე მუშაობის 2 წლიანი უწყვეტი სტაჟი (სასურველია).

საჭიროების შემთხვევაში, არჩეული კანდიდატები გაივლიან 15-30 დღიან უფასო კვალიფიკაციის ამაღლების კურსებს. არჩეულ კანდიდატებს გაუფორმდებათ შრომითი ხელშეკრულება საიდანაც 2 თვე მოიაზრება საგამოცდო-სწავლების პერიოდად. საგამოცდო პერიოდში ხელფასი განისაზღვრება ინდივიდუალურად შედეგიდან გამომდინარე.

საბოლოოდ, ხელშეკრულების პირობები და ანაზღაურება განისაზღვრება კომპეტენციის, მიღებული შედეგების და უნარების შესაბამისად, 850-დან 1200 ლარამდე.

სამუშაო გრაფიკი: სრული, 10:30-დან 19:30 საათამდე, კვირაში 1 დასვენების დღე და დამატებით დასვენების დღე მცოცავი გრაფიკის შესაბამისად.

გთხოვთ, გამოგვიგზავნოთ მხოლოდ მოთხოვნის შესაბამისი განაცხადები და CV-ში დეტალურად აღწეროთ წინა სამსახურიდან განთავისუფლების მიზეზი, მიუთითოთ სწორი და სრულყოფილი ინფორმაცია, რადგან მასში მითითებული ნებისმიერი არასწორი ან არასრული ინფორმაცია შეიძლება გახდეს კონტრაქტის ნებისმიერ ეტაპზე შეწყვეტის მიზეზი.

დაინტერესებულ კანდიდატებს გთხოვთ, გამოგვიგზავნოთ CV, აუცილებლად სურათით, შემდეგ მისამართზე: pm@pm.ge და გთხოვთ, ელფოსტის გამოგზავნისას, "Subject" ველში მიუთითოთ პოზიციის დასახელება.