1C ოპერატორი

ფუდსერვისი
1C სპეციალისტი
Tbilisi
Vacancy
04-11
04-12
700


კომპანია "ფუდსერვისი" დაარსდა 2006 წელს და მას შემდეგ წარმატებით მოღვაწეობს ქართულ ბაზარზე. კომპანიის ძირითადი საქმიანობის სფეროს წარმოადგენს ადგილობრივი კვების პროდუქტების შესყიდვა, დისტრიბუცია და ლოჯისტიკა, აგრეთვე კვების პროდუქტების იმპორტი სხვადასხვა ქვეყნიდან.

ეკოლოგიურად სუფთა, ლაბორატორიულად შემოწმებული და სერთიფიცირებული პროდუქციით, "ფუდსერვისი" ლოჯისტიკის და დისტრიბუციის სფეროში ქართული ბაზრის ერთ-ერთ ლიდერად გვევლინება.

კომპანია "ფუდსერვისი" აცხადებს ვაკანსიას 1C ოპერატორის თანამდებობაზე.

სამუშაო ადგილი: ქ.თბილისი, ორხევის დასახლება, თ.ჩანტლაძის #40

სამუშაო განაკვეთი: სრული

ანაზღაურება: 700 ლარი (ხელზე ასაღები)

მოვალეობები:

  • შეკვეთების გაწერა-დაკორექტირება.
  • სასაქონლო ზედნადებების rs.ge - ზე ატვირთვა
  • უკან დაბრუნებული პროდუქციის დოკუმენტაციის შემოწმება და პროგრამაში გატარება

მოთხოვნები:

  • აუცილებელია 1C პროგრამაში მუშაობის გამოცდილება
  • უმაღლესი განათლება, სასურველია ფინანსები, ეკონომიკის მიმართულებით;

პიროვნული თვისებები და უნარები:

  • პასუხისმგებლობის გრძნობა
  • კომუნიკაბელურობა
  • დამოუკიდებლად და გუნდურად მუშაობის უნარი;
  • სტრესულ გარემოში მუშაობის უნარი
  • დეტალებზე ორიენტირებულობა

დაინტერესების შემთხვევაში გთხოვთ, გამოაგზავნოთ თქვენი რეზიუმე ფოტოსურათით ელ. ფოსტის შემდეგ მისამართზე: vacancy@gfs.ge და გთხოვთ, წერილის თემის გრაფაში (subject) მიუთითოთ ვაკანსიის დასახელება. წინააღმდეგ შემთხვევაში თქვენი კანდიდატურა არ განიხილება.

განაცხადების მიღების ბოლო ვადაა 2020 წლის 01 დეკემბერი.