საწარმოს მძღოლი

Domino`s Pizza
Driver
Tbilisi
Vacancy
06-11
06-12
500


"დომინოს პიცა" (Domino`s Pizza) აცხადებს ვაკანსიას საწარმოს მძღოლის თანამდებობაზე

ადგილმდებარეობა: ქალაქი თბილისი

სამუშაო საათები: 10:00 - 18:00 (კვირაში სამი დღე)

ანაზღაურება: 500 ლარი (გადასახადების ჩაუთვლელად)

ფუნქცია-მოვალეობები:

  • წინასწარ განსაზღვრული მარშრუტის მიხედვით ტვირთის/პროდუქციის მიწოდება და ჩამოტვირთვა;
  • სამუშაოს შესრულება კომპანიის სტანდარტების, შრომის უსაფრთხოებისა და საგზაო წესების დაცვით;
  • სამუშაოს შესასრულებლად გადაცემული სატრანსპორტო საშუალების მოვლა-პატრონობა და ჰიგიენის დაცვა;
  • თანამდებობასთან დაკავშირებული სხვა მოვალეობების შესრულება.

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

  • მართვის მოწმობა (B კატეგორია).
  • სამუშაო გამოცდილება მსგავს პოზიციაზე;
  • ქართული ენის სრულყოფილად ცოდნა.

საჭირო პიროვნული უნარ-ჩვევები:

  • დროის ეფექტურად მართვა;
  • დეტალებზე ორიენტირება;
  • პუნქტუალურობა.

ჩვენ გთავაზობთ:

  • დამატებითი სამუშაო საათების ანაზღაურება;
  • ჯანმრთელობის დაზღვევა;
  • გრძელვადიანი თანამშრომლობა.

კონკურსის ეტაპები:

  • შესარჩევი სიის მომზადება;
  • გასაუბრება ადამიანური რესურსების მენეჯერთან.

გთხოვთ, დაინტერესებულმა პირებმა გამოაგზავნეთ თქვენი CV/რეზიუმე შემდეგ ელ.ფოსტაზე: tekla.ratiani@dominospizza.ge და წერილის თემის გრაფაში (subject-ში) მიუთითეთ ვაკანსიის დასახელება - "საწარმოს მძღოლი".

თქვენს მიერ გაგზავნილი რეზიუმე, "პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ" საქართველოს კანონის შესაბამისად, შესაძლოა შეიცავდეს პერსონალურ მონაცემებს, მათ შორის განსაკუთრებული კატეგორიის მონაცემებსაც. გთხოვთ, გაითვალისწინოთ, რომ თქვენი პერსონალური მონაცემები კომპანიის მხრიდან დამუშავდება თქვენთან სახელშეკრულებო, აგრეთვე შრომითი ურთიერთობის დამყარების შესახებ გადაწყვეტილების მიღების მიზნებისთვის შემდგომი 5 (ხუთი) წლის განმავლობაში.

დაინტერესების შემთხვევაში, თუ რატომ არ შეირჩა თქვენი კანდიდატურა გასაუბრების ეტაპისთვის, შეგიძლიათ მოგვწეროთ აღნიშნულ მეილზე, ჩვენ სიამოვნებით გიპასუხებთ!

გისურვებთ წარმატებას და კარიერულ წინსვლას!