გაყიდვების კონსულტანტი

navne
Sales
Tbilisi
Vacancy
09-11
09-12
500


კომპანია „ნავნე“აცხადებს ვაკანსიას გაყიდვების კონსულტანტის პოზიციაზე. 

სამუშაოს სთავაზობს  მოტივირებულ და ენერგიულ კანდიდატებს თბილისში. 

გრაფიკი: კვირაში 5 დღე 

ანაზღაურება: 500 ლარი 

ძირითადი მოვალეობები: 

  • მომხმარებლის თავაზიანი დახვედრა და მომსახურება; 
  • მომხმარებლისათვის კვალიფიციური კონსულტაციის გაწევა პროდუქციის ასორტიმენტისა და მახასიათებლების შესახებ; 
  • მომხმარებლის საჭიროებების დადგენა და შესაბამისი პროდუქციის შეთავაზება; 
  • სექციაში წესრიგისა და სისუფთავის დაცვა; 
  • მომხმარებლის მოზიდვის მიზნით კომპანიის მიერ დაგეგმილ აქტივობებში მონაწილეობა. 

საკვალიფიკაციო მოთხოვნები: 

  • მსგავს  პოზიციაზე მუშაობის მინიმუმ 6 თვიანი გამოცდილება;  
  • სასურველია პარფიუმერიის/ტანსაცმლის გაყიდვების მიმართულებით მუშაობის გამოცდილება. 
  • სასურველია ინგლისური და რუსული ენების ცოდნა; 

პიროვნული თვისებები და უნარები: 

  • კომუნიკაბელურობა; 
  • ორგანიზებულობა; 
  • მაღალი პასუხისმგებლობის  გრძნობა; 
  • პუნქტუალურობა; 
  • გუნდური მუშაობა; 
  • დეტალებზე ორიენტირებულობა. 

დაინტერესებულ პირებს გთხოვთ გამოაგზავნეთ  რეზიუმე ფოტოთი ელ. ფოსტაზე hr@navne.ge და სათაურის ველში მიუთითეთ ვაკანსიის დასახელება და ქალაქი.