სადაზღვევო შემთხვევების მართვის სპეციალისტი

იმედი L
Insurance
Batumi
Vacancy
01-12
01-01


სადაზღვევო კომპანია „იმედი L“  აცხადებს ვაკანსიას სადაზღვევო შემთხვევების მართვის სპეციალისტის პოზიციაზე ქ. ბათუმში

სამუშაო საათები: 

  • ორშაბათი - პარასკევი 10:00 - 18:00;
  • შაბათი 10:00 - 14:00.   

ძირითადი მოვალეობები:

  • სერვისცენტრში მისული მომხმარებლების მომსახურება და მათი სადაზღვევო შემთხვევების მართვა;
  • დაზღვეულების მიერ წარდგენილი სამედიცინო და ფინანსური დოკუმენტაციის გადამოწმება და ჩაბარება;
  • გარკვეული ლიმიტის ფარგლებში ზარალის ანაზღაურებასთან დაკავშირებული გადაწყვეტილების მიღება;
  • სადაზღვევო შემთხვევების პროგრამული ასახვა და მიღებული დოკუმენტაციის დაარქივება;
  • მომხმარებლისთვის დაზღვევის პირობების შესახებ დეტალური ინფორმაციის მიწოდება ხელშეკრულებიდან შესაბამისი მუხლის/პუნქტის გათვალისწინებით.

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

  • სავალდებულოა უმაღლესი სამედიცინო განათლება (განიხილებიან როგორც მედიცინის, ასევე საზოგადოებრივი ჯანდაცვის ფაკულტეტის კურსდამთავრებულები);
  • სასურველია სამუშაო გამოცდილება ან/და სტაჟირება სამედიცინო მომსახურების სფეროში;
  • MS Office პროგრამების ცოდნა;
  • სასურველია ინგლისური და რუსული ენების საკომუნიკაციო დონეზე ცოდნა.

აუცილებელი უნარები:

  • ეფექტური კომუნიკაციის უნარი;
  • სტრესული სიტუაციების მართვის უნარი;
  • ყურადღებიანი და დეტალებზე ორიენტირებული;
  • გუნდური მუშაობის უნარი;
  • პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა.

ვაკანსიით დაინტერესებულ კანდიდატებს  შეგიძლიათ გამოგზავნოთ თქვენი რეზიუმე (CV) ჩვენს ელექტრონულ მისამართზე: vacancy@imediL.ge  ;  გთხოვთ, სათაურის ველში (subject) აუცილებლად მიუთითოთ იმ ვაკანსიის დასახელება, რომელზეც შემოგაქვთ განაცხადი.

განაცხადის მიღების ბოლო ვადაა: 16 ნოემბერი, 2020 წელი.

სადაზღვევო კომპანია  “იმედი L”  მადლობას გიხდით ვაკანტური პოზიციით დაინტერესებისათვის და გისურვებთ წარმატებას.

სადაზღვევო კომპანია „იმედი L“ - ში თქვენ მიერ გაგზავნილი რეზიუმე შესაძლოა შეიცავდეს "პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ" საქართველოს კანონით გათვალისწინებულ პერსონალურ მონაცემებს, მათ შორის, განსაკუთრებული კატეგორიის მონაცემებს. გაცნობებთ, რომ თქვენი პერსონალური მონაცემები სადაზღვევო კომპანია “იმედი L” - ის მიერ დამუშავდება თქვენთან სახელშეკრულებო, მათ შორის, შრომითი ურთერთობის დამყარების შესახებ გადაწყვეტილების მიღების მიზნებისათვის. ასევე, თქვენ მიერ გამოგზავნილი რეზიუმე შესაძლოა არ იქნას განხილული მოცემულ ვაკანსიაზე და დარეზერვებული იქნას სხვა რელევანტური ვაკანსიისათვის, არაუმეტეს 3 წლის ვადით. იმ შემთხვევაში, თუ ეთანხმებით ზემოთ აღნიშნულს, გთხოვთ, გამოგვიგზავნოთ თქვენი რეზიუმე.