ბუღალტერი

კახური ტრადიციული მეღვინეობა
Accounting
Tbilisi
Vacancy
09-11
09-12


შ.პ.ს. "კახური ტრადიციული მეღვინეობა" აცხადებს ვაკანსიას ბუღალტრის პოზიციაზე.

მდებარეობა: ქ. თბილისი

სამუშაო გრაფიკი: სრული

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

  • უმაღლესი განათლება ფინანსებში/ეკონომიკაში ან მონათესავე დისციპლინაში;
  • ბუღალტრად მუშაობის გამოცდილება აუცილებელია;
  • კომპიუტერული საოფისე პროგრამების, განსაკუთრებით Excel-ის მაღალ დონეზე ცოდნა;
  • საქართველოს საგადასახადო კანონმდებლობის კარგად ცოდნა;
  • ფინანსური აღრიცხვის საერთაშორისო სტანდარტების საბაზისო დონეზე ცოდნა
  • YARP სისტემაში მუშაობის გამოცდილება;
  • ძირითადი საშუალებების მიმართულებით მუშაობის გამოცდილება;
  • ძირითადი საშუალებების სტანდარტების ცოდნა;

მოვალეობები:

  • ბუღალტრული დოკუმენტაციის წარმოება;
  • გაყიდვების/და შესყიდვების დოკუმენტაციის, ხელშეკრულებების, ინვოისების, ა/ფაქტურების, მიღება-ჩაბარების აქტების, შესყიდვის აქტების და ა.შ. კლიენტებთან გაფორმების უზრუნველყოფა, შენახვა/დაარქივება;
  • ​დებიტორ-კრედიტორული ნაშთების კონტროლი, შედარების აქტების გაფორმება მოთხოვნა მოვალეობებზე;
  • საგადასახადო დეკლარაციების შევსება;
  • გადარიცხვების წარმოება.
  • უშუალო ხელმძღვანელის მიერ დაკისრებული დავალებების შესრულება;

უნარ-ჩვევები:

  • დეტალებზე ორიენტირებული, პუნქტუალური;
  • პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა;
  • კრიტიკული, ანალიტიკური და სხარტი აზროვნება;
  • მათემატიკური და ლოგიკური აზროვნება;
  • დროის მართვისა და პრიორიტეტების განსაზღვრის უნარი;
  • პრობლემური სიტუაციების აღმოფხვრის უნარი;
  • გუნდური მუშაობის უნარი;
  • მიზანმიმართული და შედეგებზე ორიენტირებული.

განაცხადის მიღების ბოლო ვადაა: 2020 წლის 22 ნოემბერი დაინტერესებულ კანდიდატებს გთხოვთ გამოგვიგზავნოთ (CV) ფოტოსურათით, ელფოსტაზე: hr@ktw.ge სათაურის ველში მიუთითეთ ვაკანსიის დასახელება "ბუღალტერი"

რეზიუმე დაასათაურეთ თქვენი სახელით და გვარით.

დაკავშირება მოხდება მხოლოდ შერჩეულ კანდიდატებთან.

შ.პ.ს. "კახური ტრადიციული მეღვინეობა" მადლობას გიხდით ვაკანტური თანამდებობით დაინტერესებისთვის და გისურვებთ წარმატებას!