სამშენებლო პროექტების ხარჯთაღმრიცხველი

ელემენტ კონსტრაქშენი
Finance
Tbilisi
Vacancy
10-11
10-12


შპს "ელემენტ კონსტრაქშენი" აცხადებს ვაკანსიას სამშენებლო პროექტების ხარჯთაღმრიცხველის პოზიციაზე.

მოვალეობები:

  • პროექტის ხარჯთაღრიცხვის შედგენა;
  • პროექტის კალენდარული გრაფიკის შესრულების მონიტორინგი;
  • პროექტის განხორციელებისთვის საჭირო სამშენებლო სამუშაოების ფასების დადგენა და შესაბამის ბაზაში აღრიცხვა;
  • პროექტის ტექნიკური დოკუმენტაციის მოწესრიგება და მონიტორინგი;
  • საჭიროების შემთხვევაში, პროექტების "პროგრეს რეპორტის" წარმოება;
  • საჭიროების შემთხვევაში, პროექტის დაწყებამდე შესაბამისი კალენდარული გრაფიკის მომზადება;
  • უშუალო ხელმძღვანელის სხვა დავალებების შესრულება.

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

  • მსგავს პოზიციაზე მუშაობის სულ მცირე 1 წლის გამოცდილება (სამშენებლო სფეროში გამოცდილება ჩაითვლება პრიორიტეტად);
  • უმაღლესი განათლება (სასურველია ეკონომიკური და/ან სამშენებლო-საინჟინრო კუთხით);
  • ინგლისური ენის სრულყოფილად ცოდნა;
  • კომპიუტერული პროგრამების სრულყოფილად ცოდნა (MS Office, ArchiCAD, AutoCAD + MS Project).

უნარ-ჩვევები:

  • ლოგიკური და ანალიტიკური აზროვნების უნარი;
  • რამდენიმე დავალებაზე ერთდროულად მუშაობის უნარი;
  • გუნდური მუშაობის უნარი;
  • დეტალებზე ორიენტირება;
  • დროის მენეჯმენტი;
  • პროფესიულ ზრდაზე ორიენტირებული.

ანაზღაურება: განისაზღვრება კანდიდატის კვალიფიკაციის და გამოცდილების შესაბამისად.

დაინტერესებულმა კანდიდატებმა გამოაგზავნეთ თქვენი СV შემდეგ ელექტრონულ მისამართზე: career@ec.ge 2020 წლის 30 ნოემბრის ჩათვლით. გთხოვთ, მიუთითოთ იმ ვაკანსიის დასახელება, რომელზეც აგზავნით თქვენს რეზიუმეს, წინააღმდეგ შემთხვევაში თქვენი მონაცემები არ იქნება განხილული.

შერჩევა მოხდება ყოველდღიურ რეჟიმში. დაინტერესებულ კანდიდატებს გთხოვთ, დროულად გამოგზავნოთ თქვენი მონაცემები.