ხარისხის კონტროლის მენეჯერი

ელემენტ კონსტრაქშენი
Manager
Tbilisi
Vacancy
10-11
10-12


სამშენებლო კომპანია "ელემენტ კონსტრაქშენი" აცხადებს ვაკანსიას ხარისხის კონტროლის მენეჯერის პოზიციაზე.

ძირითადი მოვალეობები:

  • ხარისხის მართვის სისტემების მომზადება (ISO სტანდარტით გათვალისწინებული ნორმების მიხედვით) და კომპანიის მენეჯმენტისთვის წარდგენა;
  • დამტკიცებული სისტემების დანერგვის სამოქმედო გეგმის მომზადება და მენეჯმენტისთვის წარდგენა;
  • ხარისხის კონტროლის პროცესების მონიტორინგი;
  • საჭიროების შემთხვევაში, ხარისხის მართვის სისტემებთან და ISO სტანდარტის მოთხოვნებთან დაკავშირებით ტრენინგების ჩატარება და კონსულტაციების გაწევა თანამშრომლებისთვის;
  • ხარისხის მართვის სისტემის ფუნქციონირების მონიტორინგი;
  • ხარისხის მართვის სისტემაში არსებული შეუსაბამობების/ხარვეზების გამოვლენა სხვადასხვა ინსტრუმენტების გამოყენებით: ხარისხის მართვის პროცედურები, სტანდარტები, დოკუმენტური ფორმები, მიღებული ანგარიშები, შეფასების ანალიზები, სტატისტიკური შედეგები და ა.შ.;
  • მონიტორინგის პროცესში აღმოჩენილი შეუსაბამობების/ხარვეზების შესახებ კორექციული და პრევენციული ღონისძიებების დაგეგმვა და მათი დროული აღმოფხვრის უზრუნველყოფა;
  • ადამიანური, მექანიკური, ტექნოლოგიური შეცდომების მინიმიზაცია;
  • ობიექტების ხარისხის მაჩვენებლების რეპორტის წარმოება, განახლება და შესაბამისი სტრუქტურული ერთეულებისთვის მიწოდება;
  • აღმოჩენილი დეფექტებისა და შეუსაბამობების მიზეზის განსაზღვრა-დადგენა;
  • ქვეკონტრაქტორი კომპანიების სამუშაოების ზედამხედველობა ხარისხის მიმართულებით;
  • უშუალო უფროსის სხვა დავალებების შესრულება.

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

  • სულ მცირე 3 წლის სამუშაო გამოცდილება ხარისხის კონტროლის მენეჯერის პოზიციაზე სამშენებლო ბიზნესში;
  • უმაღლესი განათლება შესაბამის დარგში;
  • ინგლისური ენის სრულყოფილად ცოდნა;
  • სასურველია რუსული ენის ცოდნაც;
  • საოფისე კომპიუტერული პროგრამების სრულყოფილად ცოდნა.

უნარ-ჩვევები:

  • პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა;
  • დროის მართვის უნარი;
  • ლოგიკური და ანალიტიკური აზროვნების უნარი;
  • კომუნიკაბელურობა;
  • ინიციატიურობა.

დაინტერესებულმა კანდიდატებმა გამოაგზავნეთ თქვენი СV შემდეგ ელექტრონულ მისამართზე: career@ec.ge 2020 წლის 30 ნოემბრის ჩათვლით.

გთხოვთ, მიუთითოთ ვაკანსიის დასახელება, რომელზეც აგზავნით თქვენს რეზიუმეს, წინააღმდეგ შემთხვევაში თქვენი მონაცემები არ იქნება განხილული.