სამშენებლო მოედნის მენეჯერი

ელემენტ კონსტრაქშენი
Manager
Tbilisi
Vacancy
09-12
09-01


შპს "ელემენტ კონსტრაქშენი" აცხადებს ვაკანსიას სამშენებლო მოედნის მენეჯერის პოზიციაზე.

მოვალეობები:

  • ყოველდღიურად, სამუშაო პროცესის დაწყებამდე, სამშენებლო ობიექტზე დასაქმებული პერსონალისთვის სამუშაო გეგმის გაცნობა;
  • შესრულებული სამუშაოების ხარისხის კონტროლი;
  • დღის განმავლობაში სამშენებლო ობიექტზე მიმდინარე სამუშაოების დეტალური კონტროლი;
  • სამშენებლო მასალების მითვლა, მიღება და შესაბამის ბაზაში აღრიცხვა;
  • სამშენებლო დოკუმენტაციის წარმოება: ფარული სამუშაოების აქტი, სამუშაოთა წარმოების ჟურნალი, ბეტონის წარმოების ჟურნალი.
  • ობიექტზე დასაქმებული პერსონალის სამუშაო გრაფიკის კონტროლი;
  • ყოველდღიურად, სამუშაო დღის დასრულებისას დეტალური რეპორტის წარმოება დღის განმავლობაში ობიექტზე შესრულებული სამუშაოების შესახებ;
  • უშუალო უფროსის სხვა დავალებების შესრულება.

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

  • მსგავს პოზიციაზე მუშაობის სულ მცირე 2 წლის გამოცდილება;
  • საშუალო ტექნიკური განათლება (სასურველია სამშენებლო მიმართულებით);
  • კომპიუტერული პროგრამების სამომხმარებლო დონეზე ცოდნა (MS Office).

უნარ-ჩვევები:

  • ლოგიკური და ანალიტიკური აზროვნების უნარი;
  • რამდენიმე დავალებაზე ერთდროულად მუშაობის უნარი;
  • გუნდური მუშაობის უნარი;
  • დეტალებზე ორიენტირებულობა;
  • დროის მენეჯმენტი.

დაინტერესებულმა კანდიდატებმა გამოაგზავნეთ თქვენი СV შემდეგ ელექტრონულ მისამართზე: career@ec.ge 2020 წლის 30 ნოემბრის ჩათვლით. გთხოვთ, მიუთითოთ ვაკანსიის დასახელება, რომელზეც აგზავნით თქვენს რეზიუმეს, წინააღმდეგ შემთხვევაში თქვენი მონაცემები არ იქნება განხილული.