სტუდენტთა მოზიდვის სპეციალისტი

ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი
Education
Tbilisi
Vacancy
11-11
11-12


ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ბიზნესის, ტექნოლოგიის და განათლების ფაკულტეტი აცხადებს ვაკანსიას ტექნოლოგიების სკოლაში სტუდენტთა მოზიდვის სპეციალისტის პოზიციაზე.

ფუნქცია-მოვალეობები:

  • უზრუნველყოფს სტუდენტთა დაინტერესებისა და მოზიდვის მიზნით შემუშავებული სტრატეგიების განხორციელებას ტექნოლოგიების სკოლის საბაკალავრო და სამაგისტრო პროგრამებისთვის;
  • წარადგენს ტექნოლოგიების სკოლას საშუალო სკოლებში და ამყარებს კომუნიკაციას მოსწავლეებთან და სკოლის ხელმძღვანელებთან.
  • თანამშრომლობს უნივერსიტეტის შესაბამის სამსახურებთან მარკეტინგული საკითხების დაგეგმვა/განხორციელების მიზნით;
  • კოორდინირებას უწევს და მონაწილეობს უნივერსიტეტების მიერ ჩატარებულ სემინარებში, ვორქშოპებსა და სხვა აქტივობებში;
  • აორგანიზებს ვიზიტებსა და ტურებს უნივერსიტეტში პოტენციური სტუდენტებისა და დაინტერესებული პირებისთვის;
  • კონსულტაციებს უწევს პოტენციურ სტუდენტებს კარიერულ და აკადემიურ საკითხებთან დაკავშირებით;
  • კოორდინირებას უწევს უნივერსიტეტის თანამშრომლებისა და კურსდამთავრებულთა მონაწილეობას სტუდენტთა მოზიდვის მიზნით გამართულ განათლების გამოფენებში.
  • ამზადებს სტუდენტთა მოზიდვასთან დაკავშირებული აქტივობების შესახებ ანგარიშებსა და პროექტებს.

მინიმალური საკვალიფიკაციო მოთხოვნა:

  • მაგისტრის აკადემიური ხარისხი განათლების, მარკეტინგის ან სხვა მომიჯნავე სფეროში

მოთხოვნილი ცოდნა და უნარ-ჩვევები:

  • მონაცემებისა და ინფორმაციის შეგროვების, დახარისხებისა და ანგარიშის მომზადების უნარი;
  • ანალიტიკური აზროვნების უნარი;
  • ორგანიზებისა და კოორდინირების უნარი;
  • პრეზენტაციების მომზადებისა და ჩატარების უნარი;
  • ზეპირი და წერილობითი კომუნიკაციის უნარი;
  • მონაცემთა ბაზებში მუშაობის უნარი;
  • ინგლისური ენის ცოდნა სავალდებულოა;
  • უპირატესობა მიენიჭება სოციალური მედიის მენეჯმენტის გამოცდილებას;

დაინტერესებულმა კანდიდატებმა გთხოვთ, გამოგზავნოთ CV მისამართზე vacancy@iliauni.edu.ge 2020 წლის 10 ნოემბრიდან 2020 წლის 22 ნოემბრის ჩათვლით. (გთხოვთ, "subject" ველში მიუთითოთ პოზიციის დასახელება).