ასორტიმენტის ტექნიკური სპეციალისტი

ელთიბი
Production
Tbilisi
Vacancy
18-11
18-12


კომპანია "ელთიბი" აცხადებს ვაკანსიას ასორტიმენტის ტექნიკური სპეციალისტის პოზიციაზე.

ფუნქცია-მოვალეობები:

  • ახალი და არსებული პროდუქციის ტესტირება
  • პროდუქციის ტესტირების შედეგად მიღებული ცოდნის გაზიარება შესაბამისი სამსახურებისთვის
  • შოურუმების შესაქმნელად საჭირო ნახაზების გაკეთება
  • საჭიროებისამებრ შესაბამისი მასალის მომზადებისას უშუალო ჩართულობა
  • შოურუმების მოსაწყობად ტექნიკური სამუშაოების შესრულება.

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

  • 1 წლიანი სამუშაო გამოცდილება მსგავს პოზიციაზე

ცოდნა/უნარები:

  • სასურველია ინგლისური და რუსული ენების ცოდნა (B2)
  • ეფექტური კომუნიკაცია
  • ინფორმაციის სწორად და დამაჯერებლად გადმოცემის უნარი
  • პასუხისმგებლობის გრძნობა

სამუშაო გრაფიკი: 6 დღე, 09:15-სთ-დან 18:15 სთ-მდე

დაინტერესებულ პირებს, გთხოვთ, გამოაგზავნოთ თქვენი რეზიუმე (CV) შემდეგ ელექტრონულ მისამართზე - vacancy@ltb.ge და გთხოვთ, სათაურის ველში (subject) მიუთითოთ ვაკანსიის დასახელება - ასორტიმენტის ტექნიკური სპეციალისტი, წინააღმდეგ შემთხვევაში თქვენი კანდიდატურა არ განიხილება.

კომპანია ელთიბი-ში თქვენ მიერ გაგზავნილი რეზიუმე "პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ" საქართველოს კანონის შესაბამისად, შესაძლოა, შეიცავდეს პერსონალურ მონაცემებს, მათ შორის განსაკუთრებული კატეგორიის მონაცემებსაც. გაცნობებთ, რომ თქვენი პერსონალური მონაცემები კომპანია ელთიბის მხრიდან დამუშავდება თქვენთან სახელშეკრულებო, მათ შორის შრომითი ურთიერთობის დამყარების შესახებ გადაწყვეტილების მიღების მიზნებისათვის. ასევე, თქვენ მიერ გამოგზავნილი რეზიუმე შესაძლოა არ იქნეს განხილული მოცემულ ვაკანსიაზე, ვაკანსიის მოთხოვნებიდან გამომდინარე ან გადავიდეს რეზერვში სხვა რელევანტურ ვაკანსიაზე. იმ შემთხვევაში, თუ ეთანხმებით ზემოთ აღნიშნულს, გთხოვთ, გამოგვიგზავნოთ თქვენი რეზიუმე.

გისურვებთ წარმატებას!