მცირე და საშუალო ბიზნეს სესხის ოფიცერი

კრედო ბანკი
Bank
Tbilisi
Vacancy
12-11
12-12


"კრედო ბანკი" აცხადებს ვაკანსიას მცირე და საშუალო ბიზნეს სესხის ოფიცრის პოზიციაზე ქ. თბილისში

კომპანია გთავაზობთ:

  • პროფესიული განვითარებისა და თვითრეალიზაციის შესაძლებლობას;
  • სასიამოვნო და დინამიურ სამუშაო გარემოს;
  • ჯანმრთელობის დაზღვევა;
  • სპორტულ-გამაჯანსაღებელი კლუბის აბონიმენტი;
  • პროფესიული ტრენინგები;

ძირითადი მოვალეობები პასუხისმგებლობა:

  • კლიენტების მოზიდვა; 
  • კლიენტის ბიზნესის ანალიზი და შეფასება;
  • კლიენტისთვის კონსულტაციის გაწევა ბიზნეს გეგმის შედგენაში, სხვადასხვა ტიპის ფინანსურ საკითხებსა და დოკუმენტაციის დამუშავებაში;
  • რეკომენდაციის მომზადება და წარდგენა საკრედიტო კომიტეტისათვის; 
  • სესხის გაცემა;
  • სესხის გადახდის პროცესის მონიტორინგი;
  • ვადაგადაცილებული სესხების მართვა;
  • მომსახურების გაწევა კრედოს სტანდარტების დაცვით;
  • საჭიროების შემთხვევაში ფილიალის მენეჯერის დახმარება სხვადასხვა საკითხებში.

აუცილებელი მოთხოვნები:

  • უმაღლესი განათლება, სასურველია ეკონომიკასა ან ფინანსებში;
  • მინიმუმ 1-წლიანი სამუშაო გამოცდილება სესხის ოფიცრის პოზიციაზე;
  • ძლიერი ანალიტიკური აზროვნება;
  • ფინანსური უწყისების შედგენისა და ფინანსური მაჩვენებლებით ოპერირების  უნარი;
  • კომპიუტერული პროგრამების (MS Office) ცოდნა მაღალ დონეზე;
  • კარგი წერითი და ვერბალური კომუნიკაციის უნარი; 
  • ძლიერი მოტივაცია და წარმატების სურვილი;

გამოაგზავნეთ თქვენი CV ელექტრონულ მისამართზე: cv@credo.ge, სათაურის ველში აუცილებლად მიუთითეთ ვაკანსიის სახელწოდება: „მცირე და საშუალო ბიზნეს სესხის ოფიცერი თბილისში“.

განცხადების მიღების ბოლო ვადაა: 2020 წლის 24 ნოემბერი.

შენიშვნა: თქვენ მიერ გამოგზავნილი რეზიუმე შესაძლოა შეიცავდეს პერსონალურ მონაცემებს, "პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ" საქართველოს კანონის, მათ შორის განსაკუთრებული კატეგორიის მონაცემებსაც. გაცნობებთ, რომ თქვენი პერსონალური მონაცემები დამუშავდება თქვენთან სახელშეკრულებო, მათ შორის შრომითი ურთერთობის დამყარების შესახებ გადაწყვეტილების მიღების მიზნებისათვის. თქვენ მიერ გამოგზავნილი რეზიუმე შესაძლოა არ იქნას განხილული მოცემულ ვაკანსიაზე, სავაკანსიო მოთხოვნებიდან გამომდინარე ან დარეზერვებული იქნას სხვა რელევანტურ ვაკანსიაზე. გამოგზავნილი რეზიუმე შესაძლოა შენახულ იქნას 1 წლის განმავლობაში. იმ შემთხვევაში თუ ეთანხმებით ზემოთ აღნიშნულს, გთხოვთ გამოგვიგზავნოთ თქვენი რეზიუმე.