კლიენტთა მრჩეველი

კრედო ბანკი
Bank
Tbilisi
Vacancy
12-11
12-12


"კრედო ბანკი" აცხადებს ვაკანსიას კლიენტთა მრჩეველის პოზიციაზე ქ.თბილისში

კლიენტთა მრჩეველი ექვემდებარება:

  • კლიენტთა მომსახურების განყოფილების უფროსს/სერვის-ცენტრისმმართველს

თანამდებობის მიზანი:

  • კლიენტთა მრჩეველი პასუხისმგებელია სს „კრედო ბანკის“ (კრედო) სერვისცენტრების საბანკო მომსახურების გაწევაზე, კრედოს მიზნების, მისწრაფებების და სამუშაო სტრატეგიიდან გამომდინარე. მოვალეობები შეიცავს საცალო/საკრედიტო ფუნქციების ყოველდღიურ შესრულებას.

ჩვენ გთავაზობთ:

  • პროფესიული განვითარებისა და თვითრეალიზაციის შესაძლებლობა;
  • ინოვაციებზე ორიენტირებულ გარემოში მუშაობის შესაძლებლობა;
  • ჯანმრთელობის დაზღვევა;
  • საპენსიო დაზღვევა;
  • პროფესიული ტრენინგები;
  • სამუშაო გრაფიკი - სრული (ორშაბათი-პარასკევი 09:30-18:00, შაბათი - 13:00 საათამდე);

ძირითადი პასუხისმგებლობა და მოვალეობები:

ზოგადი:

  • კრედოს ფილოსოფიის, ღირებულებების, მიზნების გაზიარება და მხარდაჭერა;
  • ორგანიზაციის მიზნების მისაღწევად, დასახული ამოცანების შესრულება;
  • მოვალეობის შესრულება კრედოს სტრატეგიისა და მეთოდიკის შესაბამისად;
  • ორგანიზაციის მიერ დასახული მიზნების კეთილსინდისიერად შესრულება და ერთგულების მაღალი დონის წარმოჩენა.

სპეციფიკური:

  • საცალო პროდუქტების პოლიტიკის და პროცედურების, ადამიანური რესურსების მართვის პოლიტიკის, მათ შორის წამახალისებელი სქემის, მომსახურების სტანდარტების, ეთიკის კოდექსის, ბიზნესის ქცევების, ბანკის კორპორატიული ღირებულებების, ინფორმაციული უსაფრთხოების პოლიტიკების, ასევე მათში შეტანილი სიახლებიის,  ცოდნა და დაცვა;
  • კლიენტის პერსონალური მონაცემების, ფინანსური და ოჯახური მდგომარეობის კონფიდენციალურობის დაცვა;
  • კანდიდატის საქმიანობასთან დაკავშირებული ინფორმაციის კონფიდენციალობის დაცვა;
  • ორგანიზაციის კომერციული საქმიანობის კონფიდენციალურობის დაცვა;
  • ორგანიზაციის მატერიალური ფასეულობების გაფრთხილება და დაცვა, კრედოს მოხმარების პოლიტიკის შესაბამისად;
  • სამუშაო ადგილისთვის აუცილებელი მატერიალურ/ტექნიკური ბაზის გამართულად მუშაობის კონტროლი და მათი მწყობრიდან გამოსვლის შემთხვევაში შესაბამისი რეაგირება;
  • ინფორმაციული უსაფრთხოების ტრეინინგზე დასწრება და ინფორმაციული უსაფრთხოების თანხმობის განცხადებაზე ხელის მოწერის უზრუნველყოფა, (ხელმოწერით დადასტურება, რომ განცხადების რომელიმე ნაწილის დარღვევა განხილულია როგორც მოვალეობის შეუსრულებლობა და იწვევს დისციპლინარულ სანქციებს);
  • კრედოში არსებული საკრედიტო და არასაკრედიტო პროდუქტებისა და საბანკო სერვისების კლიენტებისათვის შეთავაზებისა და გაყიდვის უზრუნველყოფა;
  • კლიენტების კონსულტაცია და დახმარება საბანკო დოკუმენტაციის შევსებაში, რაც არ გულისხმობს მათ ნაცვლად საბანკო დოკუმენტაციის შევსებას;
  • ანგარიშის გახსნა ფიზიკური და იურიდიული პირებისთვის და ანგარიშების მართვასთან დაკავშირებული მომსახურების გაწევა;
  • კლიენტებისთვის ვადიანი ანაბრების გახსნა და ანაბრებთან დაკავშირებული მომსახურების გაწევა;
  • კლიენტებთან პირველადი გასაუბრების ჩატარება და სასესხო განაცხადის დარეგისტრირება;
  • სესხის გაცემასთან დაკავშირებული პროცედურების შესრულება;
  • სესხის დაფარვასთან დაკავშირებული ოპერაციების შესრულება;
  • ფიზიკური და იურიდიული პირებისთვის ნაღდი ფულის შემოტანის/გატანის, კონვერტაციის მომსახურების გაწევა ნებადართულ ვალუტაში/ებში განსაზღვრული ლიმიტების შესაბამისად;
  • სალარე და სავალუტო საგადახდო დავალებების მიღება და შესრულება;
  • კლიენტებისთვის პლასტიკური ბარათით მომსახურების შეთავაზება და შესაბამისი განაცხადის დარეგისტრირება;
  • კლიენტებზე პლასტიკური ბარათების და პინ-კოდების გაცემა.
  • უნაღდო კონვერტაციების შესრულება კლიენტისგან მიღებული განაცხადის საფუძველზე;
  • განაცხადების მიღება სალარე და სავალუტო ფულად გზავნილებზე, ასევე მათი განაღდება შესაბამისი ინტრუქციების საფუძველზე;
  • კლიენტთა ანგარიშებიდან ამონაწერის სხვადასხვა სახის ცნობების მომზადება და გაცემა;
  • სადაზღვევო პროდუქტების გაყიდვა;
  • კლიენტების მოზიდვა და კრედოს პროდუქტების აქტიურად გაყიდვა;
  • კლიენტთა ანგარიშების მომსახურებასთან დაკავშირებული სხვა ოპერაციების შესრულება;
  • ბანკნოტებისა და მონეტების სინამდვილისა და გადასახდელად ვარგისიანობის განსაზღვრა, ყალბი ან საეჭვო ბანკნოტებისა და მონეტების გამოვლენის შემთხვევაში შესაბამისი რეაგირების მოთხოვნა განსაზღვრული წესების შესაბამისად;
  • დაზიანებული ეროვნული ბანკნოტებისა და მონეტების ექსპერტიზის ჩატარების მიზნით სალაროს მუშაკებისთვის გადაცემა;
  • მატერილალური პასუხისმგებლობის ხელშეკრულებით გათვალისწინებული პირობების შესრულება და მისი მიზეზით წარმოქმნილი დანაკლისების ანაზღაურება;
  • ახალი თანამშრომლის/ების მომზადება;
  • კომპანიის კორპორატიულ ელ-ფოსტაზე მოსული სიახლეების გაცნობა;
  • კრედოს ჩაცმის ეტიკეტის დაცვა;
  • საჭიროების შემთხვევაში, სერვისცენტრის სხვა პოზიციაზე მომუშავე თანამშრომელთა შეცვლა, მათი არყოფნის დროს;
  • სხვა მოვალეობების შესრულება, რომლებიც შესაძლოა, დაევალოს ზედამხედველის მიერ.
  • კლიენტთა მრჩეველი პირდაპირ პასუხისმგებელია ყველა მის მიერ შესრულებული ოპერაციის სისწორეზე სერვის-ცენტრის მართველის და საბანკო მომსახურების განვითარების და კონტროლის განყოფილების უფროსის წინაშე.

ცოდნა, კვალიფიკაცია და უნარები:

შემდეგი ცოდნა, კვალიფიკაცია და უნარები შეიძლება, მიღებულ იქნას ფორმალური განათლების, თვითსწავლების, გამოცდილების ან სტაჟირების გზით. 

  • სასურველია უმაღლესი განათლება (ეკონომიკა, ფინანსები, საბანკო საქმე);
  • საბანკო პროგრამა CSS-ში მუშაობის პრაქტიკული გამოცდილება;
  • საოფისე პროგრამების კარგი ცოდნა  (MS Word, Excel);
  • ეფექტური წერითი და ზეპირი კომუნიკაციის უნარი ქართულ ენაზე, რუსული და ინგლისური ენების ცოდნა სერვის ცენტრის მდებარეობიდან გამომდინარე;
  • ანალიტიკური აზროვნება და დეტალებზე ორიენტირებულობა;
  • ძლიერი ორგანიზაციული უნარი;
  • გუნდში მუშაობის უნარი;
  • თვითმოტივირებული, სტრესულ გარემოში მუშაობის უნარი.

გამოაგზავნეთ CV ელ. მისამართზე CV@credo.ge, წერილის სათაურში მიუთითეთ ვაკანსიის სახელწოდება - „კლიენტთა მრჩეველი თბილისში“.

დედლაინი - 2020 წლის 24 ნოემბერი.

შენიშვნა: თქვენ მიერ გამოგზავნილი რეზიუმე შესაძლოა შეიცავდეს პერსონალურ მონაცემებს, "პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ" საქართველოს კანონის, მათ შორის განსაკუთრებული კატეგორიის მონაცემებსაც. გაცნობებთ, რომ თქვენი პერსონალური მონაცემები დამუშავდება თქვენთან სახელშეკრულებო, მათ შორის შრომითი ურთერთობის დამყარების შესახებ გადაწყვეტილების მიღების მიზნებისათვის. თქვენ მიერ გამოგზავნილი რეზიუმე შესაძლოა არ იქნას განხილული მოცემულ ვაკანსიაზე, სავაკანსიო მოთხოვნებიდან გამომდინარე ან დარეზერვებული იქნას სხვა რელევანტურ ვაკანსიაზე. გამოგზავნილი რეზიუმე შესაძლოა შენახულ იქნას 1 წლის განმავლობაში. იმ შემთხვევაში თუ ეთანხმებით ზემოთ აღნიშნულს, გთხოვთ გამოგვიგზავნოთ თქვენი რეზიუმე.