სესხის ოფიცერი

კრედო ბანკი
Bank
Tbilisi
Vacancy
12-11
12-12


"კრედო ბანკი" აცხადებს ვაკანსიას სესხის ოფიცრის პოზიციაზე ქ.თბილისში

კომპანია გთავაზობთ:

  • პროფესიული განვითარებისა და თვითრეალიზაციის შესაძლებლობას;
  • ინოვაციებზე ორიენტირებულ გარემოში მუშაობის შესაძლებლობას.
  • ჯანმრთელობის დაზღვევა;
  • პროფესიული ტრენინგები;

ძირითადი პასუხისმგებლობა და მოვალეობები:

  • კლიენტების მოზიდვა;
  • სასესხო განცხადებების ანალიზი და კლიენტების ბიზნესის შეფასება;
  • საკრედიტო კომიტეტისათვის კლიენტების შესახებ რეკომენდაციის მიცემა;
  • საკრედიტო კომიტეტის დადასტურების შემთხვევაში სესხის გაცემის უზრუნველყოფა;
  • სესხის გადახდის პროცესის მონიტორინგი;
  • ვადაგადაცილებული გადახდების მართვა;
  • ფილიალის მენეჯერის დახმარება სხვა დავალებების შესრულებაში.

ცოდნა, კვალიფიკაცია, უნარები:

  • სასურველია უმაღლესი განათლება;
  • მინიმუმ 6-თვიანი სამუშაო გამოცდილება სესხის ოფიცრის პოზიციაზე;
  • სასურველია საოფისე პროგრამების (MS Office) ცოდნა კარგად;
  • შრომისმოყვარე, მიზანდასახული;
  • ანალიტიკური აზროვნების უნარი;
  • ძლიერი თვითმოტივაცია და წარმატების მიღწევის სურვილი;
  • ძირითადი ბიზნეს პრინციპებისა და ეთიკის ნორმების ცოდნა.

გამოგვიგზავნეთ CV ელ. მისამართზე: cv@credo.ge, სათაურის ველში აუცილებლად მიუთითეთ ვაკანსიის დასახელება და სამუშაო ადგილი: “გამოცდილი სესხის ოფიცერი თბილისში“.

განაცხადის მიღების ბოლო ვადა - 2020 წლის 24 ნოემბერი.

შენიშვნა: თქვენ მიერ გამოგზავნილი რეზიუმე შესაძლოა შეიცავდეს პერსონალურ მონაცემებს, "პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ" საქართველოს კანონის, მათ შორის განსაკუთრებული კატეგორიის მონაცემებსაც. გაცნობებთ, რომ თქვენი პერსონალური მონაცემები დამუშავდება თქვენთან სახელშეკრულებო, მათ შორის შრომითი ურთერთობის დამყარების შესახებ გადაწყვეტილების მიღების მიზნებისათვის. თქვენ მიერ გამოგზავნილი რეზიუმე შესაძლოა არ იქნას განხილული მოცემულ ვაკანსიაზე, სავაკანსიო მოთხოვნებიდან გამომდინარე ან დარეზერვებული იქნას სხვა რელევანტურ ვაკანსიაზე. გამოგზავნილი რეზიუმე შესაძლოა შენახულ იქნას 1 წლის განმავლობაში. იმ შემთხვევაში თუ ეთანხმებით ზემოთ აღნიშნულს, გთხოვთ გამოგვიგზავნოთ თქვენი რეზიუმე.