გრაფიკული დიზაინერი

Dio
Designer
Tbilisi
Vacancy
13-11
13-12


შ.პ.ს "დიო" წამყვანი კომპანია საქართველოში ფარდა-ჟალუზების, მეტალოპლასტმასის კარ-ფანჯრების, მზისგან დამცავი სისტემების წარმოებაში. "დიო" დაარსესებიდან 25-ე წელს ითვლის. კომპანიის სათავო ოფისი და ქარხანა განლაგებულია თბილისში, ხოლო საქართველოს რეგიონებში კომპანიას აქვს წარმომადგენლობები.

"დიო" აცხადებს ვაკანსიას გრაფიკული დიზაინერის პოზიციაზე

ფუნქცია/მოვალეობა:

  • მარკეტინგული აქტივობების, პროექტებისა და კამპანიებისთვის ვიზუალური მასალების შექმნა/დამუშავება;
  • სტამბებისა და სარეკლამო კომპანიებისთვის საბეჭდი მასალების (საიმიჯო ბუკლეტები, კატალოგები, პროდუქციის სარეკლამო ბროშურები, პოსტერები, ფლაერები) მომზადება;
  • სტრატეგიული გადაწყვეტილების მიღების პროცესში სრული ჩართულობა, კომპეტენციის ფარგლებში პასუხისმგებლობის აღება;

მოთხოვნები:

  • Photoshop, Illustrator, InDesign პროგრამების ცოდნა;
  • სასურველია After effects, Premier, 3D პროგრამების ცოდნა;
  • უნარი კრეატიულად წარმოაჩინო კომპანიის მესიჯები
  • მსგავს პოზიციაზე მუშაობის მინიმუმ 1 წლიანი გამოცდილება

დიოს შემოთავაზებაა:

  • მეგობრული სამუშაო გარემო
  • ჯანმრთელობის დაზღვევა
  • წახალისების სისტემა;
  • ნაწილობრივი ტრანსპორტირება
  • კვებით უზრუნველყოფა;

ვაკანსიით დაინტერესებულმა კანდიდატებმა გამოაგზავნეთ CV და პორტფოლიო ელექტრონულ ფოსტაზე: hr@dio.ge

გაითვალისწინეთ, რომ განცხადების მიღების ბოლო ვადაა: 2020 წლის 30 ნოემბერი.

გთხოვთ, იყოთ ყურადღებით: შერჩევის შემთხვევაში მიიღებთ შეტყობინებას თქვენს მიერ მითითებულ ელ-ფოსტაზე/მობ. ნომერზე. მოგიწვევთ ჩვენს სათავო ოფისში გასაუბრებისთვის, აქვე შევამოწმებთ თქვენს პროფესიულ უნარებს.

აქვე გაცნობებთ, რომ "დიო" ატარებს ანტიდისკრიმინაციულ და თანასწორობის პოლიტიკას და კანდიდატის შერჩევისას ვითვალისწინებთ მხოლოდ მის პროფესიულ ცოდნას, სამუშაოსთან რელევანტურ გამოცდილებასა და უნარ-ჩვევებს. დიო ადასტურებს, რომ შერჩევისა და თანამშრომლების ნებისმიერ ეტაპზე გამორიცხულია კანდიდატების დისკრიმინაცია ნებისმიერი ნიშნით.

გისურვებთ წარმატებებს!