ავტო ლომბარდის ოფიცერი

ლიდერ კრედიტი
Finance
Tbilisi
Vacancy
13-11
13-12


შპს მისო "ლიდერ კრედიტი" აცხადებს ვაკანსიას ავტო ლომბარდის ოფიცრის თანამდებობაზე.

სამუშაო განაკვეთი: სრული

მოთხოვნები:

  • უმაღლესი განათლება (სასურველია ტექნიკური/ბიზნეს ადმინისტრირების მიმართულებით);
  • მსგავს პოზიციაზე მუშაობის მინიმუმ 1 წლიანი გამოცდილება (ავტო ლომბარდის მიმართულებით მუშაობა ჩაითვლება უპირატესად);
  • შეფასების სტანდარტების ზოგადი ცოდნა;
  • საოფისე პროგრამების ცოდნა;
  • სასურველია უცხო ენების ცოდნა (ინგლისური, რუსული, აზერბაიჯანული);

ძირითადი მოვალეობები:

  • ავტო ბაზრის სრულყოფილად ათვისება და პერიოდული ანალიზი.
  • საკრედიტო და საგირავნო დოკუმენტაციის მომზადება;
  • ვადაგადაცილებული სესხების მართვა;
  • მოპოვებული ინფორმაციის და დოკუმენტაციის სწორად და სრულყოფილად აღრიცხვის, დამუშავებისა და დაარქივების უზრუნველყოფა.
  • კლიენტის ხარისხიანი, სწრაფი და კვალიფიციური მომსახურება;
  • კლიენტთან თავაზიანი, კეთილგანწყობილი დამოკიდებულების დამყარება
  • დადგენილი წესის შესაბამისად პერიოდული ანგარიშგების და რაპორტინგის წარმოება ხელმძღვანელობასთან;

პიროვნული უნარები:

  • სამუშაოს დაგეგმვისა და ორგანიზების უნარი;
  • კომუნიკაციის, პრეზენტაციისა და დარწმუნების უნარი;
  • ინდივიდუალური და გუნდური მუშაობის უნარი;
  • მომხმარებელზე და მომსახურებაზე ორიენტირებული.
  • შრომისმოყვარე, ენერგიული, მიზანსწრაფული;
  • პასუხისმგებლობის გრძნობის მქონე;

ანაზღაურება: ფიქსირებული + საბონუსე სისტემა.

თუ გსურთ გახდეთ ძლიერი გუნდის წევრი, დასაქმდეთ ან უბრალოდ შეიცვალოთ სამსახური, მაშინ გამოაგზავნეთ რეზიუმე (CV) ქართულ ენაზე ფოტოსურათით შემდეგ მისამართზე: hr@leadercredit.ge 

გთხოვთ, წერილის სათაურში (subject line) მიუთითოთ შესაბამისი პოზიცია და ქალაქი, წინააღმდეგ შემთხვევაში თქვენი კანდიდატურა არ განიხილება.

დამატებითი ინფორმაცია, ჩვენი ორგანიზაციის შესახებ, შეგიძლიათ იხილოთ შემდეგ ვებ-მისამართზე: http://www.leadercredit.ge

დაკავშირება მოხდება მხოლოდ შერჩეულ კანდიდატებთან.

მნიშვნელოვანი შეტყობინება:

გაითვალისწინეთ, რომ ზემოთ აღნიშნულ ვაკანსიაზე რეზიუმეს გაგზავნით თქვენ ავტომატიურად ადასტურებთ, რომ გაეცანით წინამდებარე შეტყობინებას და თანახმა ხართ, თქვენი პერსონალური მონაცემები შეგროვდეს, შენახულ იქნას, გადაიცეს ან/და დამუშავდეს შპს მისო ლიდერ კრედიტის მიერ საქართველოს მოქმედი კანონმდებლობის შესაბამიად. ყოველივე აღნიშნულზე თანხმობა აუცილებელი პირობაა შპს მისო ლიდერ კრედიტ-ში ნებისმიერ პოზიციაზე თქვენი კანდიდატურის განსახილველად. წინამდებარე შეტყობინება არ განიხილება, როგორც შპს მისო ლიდერ კრედიტ-ში დასაქმებულის ინდივიდუალური შრომითი ხელშეკრულების ნაწილი.

პერსონალური მონაცემების შენახვა/გამოყენება:

კანდიდატის პერსონალური მონაცემები შეინახება არაუმეტეს 6 (ექვსი) თვის ვადით. კანდიდატის პერსონალური მონაცემების უშუალოდ იმ ვაკანსიაზე განხილვის გარდა, რომელზეც გამოაგზავნეთ განაცხადი, შპს მისო ლიდერ კრედიტ-მა შესაძლოა შეინახოს და გამოიყენოს აღნიშნული მონაცემები თქვენი კანდიდატურის სხვა პოზიციაზე განსახილველად.

მონაცემთა სუბიექტის მოთხოვნის საფუძველზე მონაცემების დამუშავების შეწყვეტა:

თუ, თქვენ ხართ წინააღმდეგი, რომ თქვენი კანდიდატურა განხილულ იქნას სხვა პოზიციაზე ან/და გსურთ შპს მისო ლიდერ კრედიტ-მა შეწყვიტოს მონაცემების დამუშავება, შეგიძლიათ დაუკავშირდეთ კომპანიას ელ.ფოსტის მეშვეობით: hr@leadercredit.ge ან/და ტელეფონის ნომერზე: 0322 730073 (*010)