Horeca პრისელერი

თბილღვინო
Sales
Tbilisi
Vacancy
16-11
16-12


"თბილღვინო" აცხადებს ვაკანსიას Horeca პრისელერის პოზიციაზე.

სამუშაო ადგილი: თბილისი, სარაჯიშვილის 2

ფუნქცია-მოვალეობები:

  • დაქვემდებარებულ Horeca-ს ობიექტებში ყოველდღიური მარშუტის მიხედვით ვიზიტის განხორციელება და შეკვეთის აღება
  • თითოეულ ობიექტში ინდივიდუალური, ოპტიმალური ასორტიმენტის შედგენა
  • თითოეულ ობიექტში საუკეთესო განთავსების უზრუნველყოფა (მენიუ, ბარი და ა.შ.)
  • არსებული კონკურენტი კომპანიების მარკეტინგული აქტივობების შესახებ ინფორმაციის რეპორტინგი უშუალო ხელმძღვანელთან
  • ყოველთვიური და ყოველკვარტალური გაყიდვების გეგმის შესრულების მონიტორინგი
  • ყოველთვიური და ყოველკვარტალური თანხის შემოტანის გეგმის შესრულების მონიტორინგი
  • ქსელში არსებული დებიტორული დავალიანების კონტროლი
  • ქსელში არსებული პრობლემური დებიტორული დავალიანებების შესახებ ინფორმაციის მიწოდება უშუალო ხელმძღვანელთან
  • დაქვემდებარებული ობიექტების პერსონალის მონაცემთა ბაზის შექმნა (სახელი, გვარი, საკონტაქტო, დაბადების დღე და ა.შ.)
  • დაქვემდებარებული ობიექტების პერსონალთან საუკეთესო ურთიერთობების ჩამოყალიბება
  • Horeca-ს პერსონალის მოტივირების სისტემის შემუშავება და მისი ეფექტურობის კონტროლი
  • კომპანიის გაცნობითი ხასიათის ყოველკვირეული ღონისძიების ჩატარება (დეგუსტაციების, პერსონალის ტრენინგის და ა.შ.)
  • კომპანიის მიერ გაწერილი სამუშაო გრაფიკის და შინაგანაწესის დაცვა
  • ობიექტების კატეგორიზაცია კომპანიის მიერ შემუშავებული კატეგორიზაციის სისტემის მიხედვით
  • ყოველდღიური ჩატარებული სამუშაოების შესახებ რეპორტინგი უშუალო ხელმძღვანელთან
  • ქსელში არსებული პრობლემის დაუყოვნებლივი რეპორტინგი უშუალო ხელმძღვანელთან

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

  • აუცილებელია აღნიშნულ პოზიციაზე 2 წლიანი სამუშაო გამოცდილება;
  • ინგლისური B2;
  • რუსული B2;
  • საოფისე პროგრამების მაღალ დონეზე ცოდნა;

პროფესიული უნარები:

  • ორგანიზებულობა;
  • მაღალი პასუხისმგებლობა;
  • სტრესულ, ექსტრემალურ სიტუაციებში მუშაობის უნარი და გამოცდილება;
  • ანალიტიკური აზროვნების უნარი;
  • დავალებების სწორად გადანაწილება;
  • პრიორიტეტების სწორად დასახვა.

ჩვენ გთავაზობთ:

  • ღირებულებებზე დაფუძნებულ, ძლიერ კორპორატიულ კულტურაში მუშაობის შესაძლებლობას;
  • სასიამოვნო და მეგობრულ სამუშაო გარემოს;
  • სხვა დამატებით ბენეფიტებს.

დაინტერესების შემთხვევაში გამოაგზავნეთ თქვენი რეზიუმე 10 დეკემბრის ჩათვლით ელექტრონულ მისამართზე: hr@tbilvino.ge და სათაურის ველში აუცილებლად მიუთითეთ პოზიციის დასახელება, წინააღმდეგ შემთხვევაში, განაცხადი არ განიხილება.

CV-ის გამოგზავნით თქვენ ადასტურებთ, რომ თანახმა ხართ კომპანია "თბილღვინომ" დაამუშაოს და შეინახოს თქვენი პერსონალური მონაცემები 6 თვის განმავლობაში. დამსაქმებელმა შესაძლებელია თქვენი მონაცემი შეინახოს და განიხილოს სხვა პოზიციაზეც.