ქიმიკოსი

თბილღვინო
Production
Tbilisi
Vacancy
16-11
16-12


"თბილღვინო" აცხადებს ვაკანსიას ქიმიკოსის პოზიციაზე.

სამუშაო ადგილი: თბილისი

ფუნქცია-მოვალეობები:

  • ფიზიკო-ქიმიური ანალიზის ჩატარება და შესაბამისი ჩანაწერების წარმოება;
  • ნედლეულის, დამხმარე მასალების, მზა პროდუქციის ფიზიკურ-ქიმიური ანალიზების ჩატარება;
  • ნიმუშების აღება დადგენილი წესის მიხედვით;
  • ქიმიური ლაბორატორიის შიდა კონტროლი;
  • ქიმიური ანალიზების სიზუსტის შემოწმება;
  • სტანდარტული და სამუშაო ქიმიური ხსნარების მომზადება, მათი შენახვის პირობების გაკონტროლება;
  • ტექნიკის მიზნობრივად გამოყენების კონტროლი;
  • მონაწილეობის მიღება პროდუქტის წარმოების კონტროლში;
  • დასრულებული პროდუქციისთვის ხარისხის სერტიფიკატების შედგენა;
  • პირველი დონის შიდა ლაბორატორიული კონტროლის განხორციელება;
  • სს "თბილღვინო"-ს ყვარლის საწარმოში რთველის პერიოდში (სექტემბერი, ოქტომბერი, ნოემბერი) მორიგეობით მივლინება ქიმიური ანალიზების წარმოებისათვის.
  • სანიტარულ-ჰიგიენური მოთხოვნების მკაცრი დაცვა, როგორც თბილისის ქარხანაში, ისე ყვარლის ღვინის ქარხანაში.

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

  • საბაკალავრო პროგრამა ქიმიის მიმართულება;
  • სასურველია აღნიშნულ პოზიციაზე 1 წლიანი სამუშაო გამოცდილება;
  • ინგლისური C2 დონეზე.

პროფესიული უნარები:

  • ორგანიზებულობა;
  • მაღალი პასუხისმგებლობა;
  • სტრესულ, ექსტრემალურ სიტუაციებში მუშაობის უნარი და გამოცდილება;
  • დავალებების სწორად გადანაწილება;
  • პრიორიტეტების სწორად დასახვა;
  • დატვირთული რეჟიმით მუშაობის უნარი.

ჩვენ გთავაზობთ:

  • ღირებულებებზე დაფუძნებულ, ძლიერ კორპორატიულ კულტურაში მუშაობის შესაძლებლობას;
  • სასიამოვნო და მეგობრულ სამუშაო გარემოს;
  • სხვა დამატებით ბენეფიტებს.

დაინტერესების შემთხვევაში გამოაგზავნეთ თქვენი რეზიუმე 9 დეკემბრის ჩათვლით ელექტრონულ მისამართზე: hr@tbilvino.ge და სათაურის ველში აუცილებლად მიუთითეთ პოზიციის დასახელება, წინააღმდეგ შემთხვევაში, განაცხადი არ განიხილება.

CV-ის გამოგზავნით თქვენ ადასტურებთ, რომ თანახმა ხართ კომპანია "თბილღვინომ" დაამუშაოს და შეინახოს თქვენი პერსონალური მონაცემები 6 თვის განმავლობაში. დამსაქმებელმა შესაძლებელია თქვენი მონაცემი შეინახოს და განიხილოს სხვა პოზიციაზეც.